თბილისის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურის უფროსი, გიგა გიგაშვილი განმარტავს, რატომ არ იძებნება ვაკის პარკის შადრევნის სარეაბილიტაციო სამუშაოებთან დაკავშირებით ცალკე დოკუმენტი, რომელიც "უსაფრთხოების დასკვნა" იქნებოდა. ამ დოკუმენტს რადიო თავისუფლებაც ეძებდა შესყიდვების სააგენტოს ვებგვერდზე, თუმცა ვერ აღმოაჩინა.
ასევე ნახეთ სად არის ვაკის პარკის შადრევნის უსაფრთხოების დასკვნა?"მსგავსი სახის, როგორ სახელსაც არქმევთ - "უსაფრთხოების ექსპერტიზა" შინაარსიც არასწორია. არის ექსპერტიზა, რომელიც ადასტურებს შესრულებული სამუშაოების სისწორეს, შესაბამისობას პროექტთან და საქართველოში მოქმედ ყველა სამშენებლო ნორმებთან და წესებთან. ეს გულისხმობს, როგორც უსაფრთხოებას, ისე სხვა გამართულად მუშაობას.
ყველა ელექტრო მოწყობილობას აქვს თავისი გამოცდის აქტები, რომელიც თანდართულია ექსპერტიზის დასკვნებს..." - ამბობს თბილისის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურის უფროსი.
მანვე მიანიშნა, რომ ამ უბედურ შემთხვევასთან დაკავშირებით სამუშაოების შემსრულებელ კომპანიას ეკისრება პასუხისმგებლობა.
"დღეს და როცა მე მოვაწერე ხელი მიღება-ჩაბარების აქტს, იმ ინფორმაციით დგინდებოდა და პრაქტიკაშიც ეს გატესტილი იყო, რომ ტერიტორიაზე მოწყობილი ყველა სამუშაოები იყო შესრულებული პროექტის შესაბამისად, არ ჰქონდა არანაირ ხარვეზი. ამის ვარაუდიც კი არ არსებობდა, რომ ამ ობიექტს რაიმე პრობლემა ჰქონდა...
ჩვენ მომწოდებელ კომპანიას ვალდებულებას ვაკისრებთ, რომ ნებისმიერი ნაკლოვანება ან წუნი, რომელიც შეიძლება მასალას გააჩნდეს, მისი პასუხისმგებლობაა და ის აგებს პასუხს. ეს კასკადი პერიოდულად მოწმდებოდა და მასზე მიმდინარეობდა დაკვირვება, გამართულად მუშაობდა თუ არა. არცერთ ეტაპზე შადრევანს პრობლემა არ ჰქონია..." - უთხრა ჟურნალისტებს გიგა გიგაშვილმა.
ასევე ნახეთ კომპანია, რომელმაც ვაკის პარკის შადრევანზე ინსპექტირების 5 ანგარიში მოამზადა, შავ სიაშია13 ოქტომბერს, დღის პირველ ნახევარში, თბილისში, ვაკის პარკის შადრევანში ჩავარდნილი ბურთის ამოსაღებად ჩასულ 3 ბავშვს დენმა დაარტყა.
მათგან 13 წლის მარიტა გარდაიცვალა, იაშვილის კლინიკაში გადაყვანილი ერთ-ერთი დაშავებულის, 13 წლის ბავშვის მდგომარეობა კი მალევე გაუმჯობესდა და ის გუშინ გაწერეს კლინიკიდან. კლინიკაში მკურნალობს კიდევ ერთი დაშავებული.
ასევე ნახეთ "არც მიფიქრია, რომ დენი იყო" - რას ჰყვება მებაღე, რომელმაც შადრევნიდან ბავშვები ამოიყვანაშინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლის პირველი ნაწილით (უსაფრთხოების წესების დარღვევა). როგორც მინისტრის მოადგილემ განმარტა, გამოძიების მსვლელობისას დაზუსტდა კვალიფიკაცია და გამოძიება გრძელდება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე პრიმა მუხლის პირველი და მეორე ნაწილით, რაც გულისხმობს ელექტროობიექტზე უსაფრთხოების წესების დარღვევას, რასაც მოჰყვა ადამიანის სიცოცხლის მოსპობა.