ილონ მასკის კომპანია Space X-მა სექტემბერში აშშ-ის ფინანსთა სამინისტროს გაუგზავნა წერილი, რომელშიც აცხადებს, რომ ვეღარ გააგრძელებს უკრაინაში Starlink-ის სათანამგზავრო კავშირის ტერმინალების გაგზავნას და პენტაგონს სთხოვს, საკუთარ თავზე აიღოს მისი დაფინანსება. ამის შესახებ იუწყება ტელეკომპანია СNN-ი.
იმ ფონზე, როდესაც ტვიტერში ფართოდ განიხილავენ მასკის "სამშვიდობო გეგმას", რომელსაც მკვეთრად უარყოფენ უკრაინის წარმომადგენლები, SpaceX-ის თავკაცმა განაცხადა, რომ კომპანიამ უკვე მიაწოდა უკრაინას 80 მილიონი დოლარის ღირებულების მოწყობილობა, ხოლო წლის ბოლოს აღნიშნული თანხა 100 მილიონ დოლარს მიაღწევს.
თებერვალში, რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ, აშშ-მა და ილონ მასკმა კიევს Starlink-ის ათასობით სისტემა გადასცეს. ამან უკრაინის შეიარაღებულ ძალებს საშუალება მისცა, კავშირი დაემყარებინა ე.წ მკვდარ ზონაში. Yahoo News-ის თანახმად, ენერგოეფექტური სატელიტური მიმღებების მეშვეობით, უკრაინას საშუალება მიეცა, მზვერავი უპილოტო საფრენი აპარატებით რეალურ დროში მიეღო ინფორმაცია რუსული ძალების გადაადგილების და მათი სამიზნე ობიექტების შესახებ.
ასევე ნახეთ
INSIDER: ილონ მასკმა უკრაინას ყირიმში Starlink-ის გამოყენება აუკრძალა იმის შიშით, რომ პუტინი ბირთვულ იარაღს გამოიყენებსმასკის თანახმად, აპარატურის მიწოდება ხდებოდა SpaceX-ის ხარჯზე. როგორც იგი ტვიტერში წერს, კომპანიას ტერმინალების მხარდაჭერა ამჟამად თვეში დაახლოებით 80 მილიონი დოლარი უჯდება. ამასთან მას არ გაუკეთებია კომენტარი CNN-ის ცნობაზე, რომ პენტაგონს ჯერ კიდევ სექტემბერში სთხოვა დაფინანსების თავის თავზე აღება.
ამასთან, მან ირიბად დაადასტურა SpaceX-ის უარი უკრაინისთვის ტერმინალების უფასო მიწოდებაზე და დაწერა, რომ ის მხოლოდ გერმანიაში უკრაინის ყოფილი ელჩის, ანდრეი მელნიკის, "რეკომენდაციებს მიჰყვება", მელნიკისა, რომელმაც ილონ მასკის მისამართით უცენზურო გამოთქმა იხმარა.
გამოცემა INSIDER-ი წერს, რომ სამშაბათს გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, ილონ მასკმა პირადად უარყო უკრაინის მოთხოვნა SpaceX-ის სატელიტური ინტერნეტის ყირიმში გაფართოების შესახებ. კომპანიის გენერალური დირექტორი შიშობს, რომ უკრაინის მიერ ნახევარკუნძულის რუსეთის კონტროლისგან დაბრუნების მცდელობამ, შესაძლოა, ბირთვული ომი გამოიწვიოს.