უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალმა ვალერი ზალუჟნიმ თავის ტელეგრამის არხზე დაწერა, რომ 10 ოქტომბერს რამდენიმე საათის განმავლობაში, რუსულმა ძალებმა უკრაინას 75 რაკეტა ესროლეს, რომლიდანაც 41 უკრაინის საჰაერო თავდაცვის ძალებმა ჩამოაგდეს.
„ქვეყანა-ტერორისტი რუსეთის ფედერაცია უკრაინის ტერიტორიაზე მასობრივ სარაკეტო და საავიაციო დარტყმებს ახორციელებს დამრტყმელი უპილოტო საფრენი აპარატების გამოყენებით. დილით აგრესორმა 75 რაკეტა გაისროლა. ჩვენმა საჰაერო თავდაცვამ მათგან 41 გაანეიტრალა. შეიარაღებული ძალები ყველაფერს აკეთებენ თანამოქალაქეების დასაცავად“, - წერს ვალერი ზალუჟნი.
ზალუჟნის თანახმად, იერიში ისევ გრძელდება.
10 ოქტომბერს დაბომბვის ეს მესამე ტალღაა, განაცხადა ნიკოლაევის ოლქის ხელმძღვანელმა ვიტალი კიმმა.
ასევე ნახეთ უკრაინის თითქმის მთელ ტერიტორიაზე განგაშია, კიევში აფეთქებებს მსხვერპლი მოჰყვაუკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ დაადასტურა, რომ ქვეყნის ტერიტორიაზე დღევანდელი სარაკეტო დარტყმების შედეგად არიან დაღუპულები და დაჭრილები. მან მოქალაქეებს მოუწოდა, თავშესაფრებში დარჩნენ და გაუფრთხილდნენ საკუთარ თავს და ახლობლებს.
ასევე ნახეთ ზელენსკი: 229-ე დღეა ცდილობენ ჩვენს განადგურებასრუსეთის სამხედრო ძალებმა, ხანგრძლივი პაუზის შემდეგ, იერიში მიიტანეს უკრაინის დედაქალაქ კიევზე, სადაც, წინასწარი ინფორმაციით, დაღუპულია 5 ადამიანი. სარაკეტო იერიშები განხორციელდა უკრაინის სხვა ქალაქებზეც. აფეთქებების შესახებ იუწყებიან ლვოვიდან, დნეპროპეტროვსკიდან, ნიკოლაევიდან, ჟიტომირიდან, ხმელნიცკიდან, კრივოი-როგიდან, ხარკოვიდან და ზაპოროჟიედან. მოქალაქეებს თავშესაფრებში დარჩენისკენ მოუწოდეს.
ასევე ნახეთ რუსეთის სამხედრო იერიში კიევსა და უკრაინის სხვა ქალაქებზე - განახლებადი ინფორმაცია