საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა „ქართული ოცნებიდან" გასული დეპუტატების შესახებ ჟურნალისტების შეკითხვებს უპასუხა. როგორც ის აცხადებს, მმართველ პარტიას მათგან განსხვავებული ხედვა აქვს. პრემიერს მიაჩნია, რომ საქართველოს სჭირდება მეტი ძლიერი პარტნიორი და მოკავშირე.
„რა თქმა უნდა, ყველა ადამიანს აქვს სრული უფლება, რომ მიიღოს ნებისმიერი გადაწყვეტილება, რაც თავად მიაჩნია [სწორად], ასე გვესმის დემოკრატია. ჩვენ ვართ დემოკრატიული საზოგადოება, ჩვენ მაქსიმალურად ხელი უნდა შევუწყოთ პლურალიზმს, სხვადასხვა იდეების, იდეოლოგიების განვითარებას და საბოლოო ჯამში ხალხმა უნდა გადაწყვიტოს, რომელი იდეოლოგია არის მისაღები.
ჩემთვის პირადად - ადრეც მითქვამს და კიდევ გავიმეორებ - ჩვენ გვქონდა გუნდის შიგნით საუბარი ამ საკითხებზე, ჩვენ მათ ვუთხარით, რომ არ ვეთანხმებით მათ პოზიციებს, ეს ღიად დავაფიქსირეთ. ჩვენ ვუთხარით, რომ მიუღებელი იყო მათი ასეთი ფორმით გამოხატულება პოზიციების და მე ამის თაობაზე ვთქვი, რომ ჩვენი მთავარი ამოცანა უნდა იყოს... ჩვენ ვართ პატარა ქვეყანა, გვაქვს ბევრი გამოწვევა, ნაწილი ტერიტორიების არის ოკუპირებული, ჩვენ გვჭირდება მეტი ძლიერი პარტნიორი და მოკავშირე. ჩვენ გვჭირდება ყველასთან ძალიან კარგი, ძლიერი ურთიერთობა, მით უმეტეს, ჩვენს მთავარ პარტნიორებთან - აშშ-სთან, ევროკავშირის წარმომადგენლებთან", - განაცხადა ღარიბაშვილმა. მან დაამატა, რომ „ხალხის" ძალის" წარმომადგენლები თავად გაემიჯნნენ „ქართულ ოცნებას" და ამით ყველაფერი ნათქვამია, რადგან განსხვავებული ხედვები აქვთ.
დღეს, 4 ოქტომბერს, მმართველი პარტიიდან გამოყოფილ ოთხ დეპუტატს, სოზარ სუბარს, დიმიტრი ხუნდაძეს, მიხეილ ყაველაშვილსა და გურამ მაჭარაშვილს საპარლამენტო უმრავლესობიდან ხუთი კოლეგა შეუერთდა.
ასევე ნახეთ ცნობილია, რომელი დეპუტატები და ექსპერტები უერთდებიან "ოცნებიდან" წასულ "ოთხეულს"მმართველი "ქართული ოცნების" "სიმართლის თქმის" მოტივით დატოვება პარტიის წევრებმა 28 ივნისს დაიწყეს. პირველები საქართველოს პარლამენტის წევრები დიმიტრი ხუნდაძე, სოზარ სუბარი და მიხეილ ყაველაშვილი იყვნენ. მათ მოგვიანებით დეპუტატი გურამ მაჭარაშვილი შეუერთდა. ამ ოთხეულმა 2 აგვისტოს თქვა, რომ აფუძნებდნენ მოძრაობას "ხალხის ძალა". "ქართული ოცნებიდან" გამოყოფის მიუხედავად, ისინი საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატებად რჩებიან.
ასევე ნახეთ სოზარ სუბარი: ჩვენ გარეშე უმრავლესობა აღარ არსებობს, მაგრამ ჩვენ ვრჩებით იქსაპარლამენტო უმრავლესობის ოთხი დეპუტატი აცხადებს, რომ ამერიკული დაფინანსების ნაწილი მოხმარდა სახელმწიფოს და ეკლესიის წინააღმდეგ მიმართულ კამპანიებს.
მმართველი პარტიის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე მიიჩნევს, რომ საქართველოში აშშ-ის ელჩის, კელი დეგნანის მხრიდან პარლამენტის უმრავლესობის წევრების, დიმიტრი ხუნდაძის, სოზარ სუბარის, მიხეილ ყაველაშვილისა და გურამ მაჭარაშვილის განცხადებების რუსულ დეზინფორმაციად მოხსენიება, შეურაცხმყოფელია.