არამეგობრული ქმედებების გამო უკრაინა ირანის ელჩს აკრედიტაციას ართმევს

უკრაინისა და ირანის დროშები

უკრაინა აცხადებს, რომ ირანის ელჩს აკრედიტაცია ჩამოართვა და მნიშვნელოვნად შეამცირა კიევში ამ ქვეყნის დიპლომატიური პერსონალის რაოდენობა. ინფორმაცია გამოქვეყნდა უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს ვებგვერდზე, 23 სექტემბერს გვიან საღამოს.

ამ დღეს, 23 სექტემბერს დაიბარეს ირანის წარმომადგენელი უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროში.

"ირანულ მხარეს განუცხადეს, რომ ირანული იარაღის რუსეთისთვის მიწოდება და რუსეთის ჯარების მიერ უკრაინის მშვიდობიანი მოსახლეობისა და თავდაცვის ძალების წინააღმდეგ შემდგომი გამოყენება პირდაპირ ეწინააღმდეგება ნეიტრალიტეტის, უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი საჯაროდ გამოცხადებულ პოზიციას. უკრაინის წინააღმდეგ ომის საწარმოებლად რუსეთისთვის იარაღის მიწოდება არამეგობრული ქმედებაა, რომელიც სერიოზულ დარტყმას აყენებს უკრაინა-ირანის ურთიერთობებს", - წერია საგარეო საქმეთა სამინისტროს ვებგვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.

ასევე ნახეთ WP: ირანმა რუსეთს გაუგზავნა უპილოტო საფრენი აპარატების პირველი პარტია
ასევე ნახეთ ირანული თვითმფრინავი საქართველოს ცაში მოსკოვისკენ - რა იწვევს ეჭვებს?
ასევე ნახეთ რუსეთისთვის უპილოტო საფრენი აპარატების მიყიდვისთვის აშშ-მ სანქციები დაუწესა ირანულ ფირმებს