Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთისთვის უპილოტო საფრენი აპარატების მიყიდვისთვის აშშ-მ სანქციები დაუწესა ირანულ ფირმებს


ირანის არმიის სარდლობის წარმომადგენლები უპილოტო საფრენი აპარატების ბაზაზე. 2022 წლის მაისი
ირანის არმიის სარდლობის წარმომადგენლები უპილოტო საფრენი აპარატების ბაზაზე. 2022 წლის მაისი

ვაშინგტონმა სანქციები დაუწესა ირანულ კომპანია „საფირანს“, რომელსაც ამერიკული მხარის ინფორმაციით, კავშირი აქვს რუსეთისთვის უპილოტო საფრენი აპარატების მიწოდებასთან. აშშ-ს ფინანსთა სამინისტროს თანახმად, ეს კომპანია კოორდინაციას უწევდა რუსეთის სამხედრო თვითმფრინავების მიერ ირანული უპილოტო საფრენი აპარატების, დამატებითი დანადგარების და თანმხლები პირების ტრანსპორტირებას.

ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, რუსეთის საჰაერო-კოსმოსური ძალები ირანული უპილოტო საფრენი აპარატების გამოყენებას უკრაინის წინააღმდეგ ომში აპირებენ. აშშ-მ სანქციები დაუწესა აპარატების მწარმოებელ სამ ირანულ კომპანიასაც, რაც ნიშნავს, რომ შეერთებული შტატების ტერიტორიაზე მათი ყველა აქტივი გაიყინება და ქვეყნის მოქალაქეებს აეკრძალება სანქცირებულ კომპანიებთან რაიმე სახის გარიგება. აშშ-ს ფინანსთა სამინისტრო არაირანულ და არარუსულ იურიდიულ პირებსაც აფრთხილებს, რომ ხელი არ უნდა შეუწყონ რუსეთისთვის ირანული უპილოტო საფრენი აპარატების და სხვა სამხედრო ტექნიკის გადაცემას.

ამერიკული მედიით, აგვისტოში გავრცელდა ცნობები, რომ რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ ომისთვის ირანისგან შეიძინა უპილოტო საფრენი აპარატები. მოგვიანებით ეს დაადასტურა პრეზიდენტ ბაიდენის ადმინისტრაციამაც.

XS
SM
MD
LG