ქუთაისში, რუსთაველის ქუჩაზე, პოლიციაა მობილიზებული. მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, "საქართველოს ბანკში" შეიჭრა თავდამსხმელი, რომელიც ითხოვს ფულს.
დამატებით ცნობას ამ ეტაპზე არ ავრცელებს "საქართველოს ბანკი". შინაგან საქმეთა სამინისტრო ადასტურებს მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას, რომ ქუთაისში, "საქართველოს ბანკში" შეჭრილია შეიარაღებული პირი.
ასევე ნახეთ შსს: ქუთაისში, "საქართველოს ბანკში" შეჭრილია შეიარაღებული პირიეს პირველი შემთხვევა არ არის, როცა "საქართველოს ბანკის" ფილიალზე თავდასხმა ხდება. ამ დრომდე არ არის დაკავებული 2020 წლის ოქტომბერში ზუგდიდში "საქართველოს ბანკში" შეჭრილი თავდამსხმელი, რომელმაც ნახევარი მილიონი დოლარი წაიღო. ბანკში იგი 21 ოქტომბერს, დაახლოებით 14:00 საათისთვის შეიჭრა და 43 ადამიანი აიყვანა მძევლად.
მასალა არქივიდან გომელაური ბადრი ესებუას შესახებ: სად წავა? დღეს არა, ხვალ დავაკავებთკიდევ ერთი თავდასხმა, რომელიც "საქართველოს ბანკის" ყვარლის ფილიალზე მოხდა 2021 წლის სექტემბერში, პოლიციამ აღკვეთა.
მასალა არქივიდან გომელაური: არანაირი მოთხოვნა არ შეგვისრულებია ამჯერადმასალა განახლდა მას შემდეგ, რაც შინაგან საქმეთა სამინისტრომ განცხადება გაავრცელა.