აშშ-ის განავითარების სააგენტო (USAID) გამოქვეყნებულ გზამკვლევში სახელწოდებით - „კლეპტოკრატიის აღმოფხვრის შესაძლებლობის ფანჯრების წართმევა“, რომელიც მსოფლიოს ქვეყნებში კლეპტოკრატიის აღმოფხვრის მიზნით მითითებებს მოიცავს, საუბარი საქართველოსაც შეეხება.
გზამკვლევში მიმოხილულია საქართველოში „ვარდების რევოლუციის“ შემდეგ 2004 წლიდან განხორცილებული ის რეფორმები, რომელიც კლეპტოკრატიის აღმოფხვისკენ იყო მიმართული.
ამასთან ნათქვამია, რომ USAID-ის პარტნიორის მიერ შესაძლებლობების დახურული ფანჯრის ანალიზის კიდევ ერთი მაგალითია საერთაშორისო ორგანიზციის „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ მუშაობა. ორგანიზაციაზე დაყრდნობით გზამკვლევში ნათქვამია:
„გასული ათწლეულის განმავლობაში ნათელი გახდა, რომ საქართველოს უმდიდრესმა ოლიგარქმა მიიტაცა სახელმწიფო, მათ კვლევაში შესწავლილია კორუმპირებული ჩინოვნიკების დაუსჯელობა, საქართველოს მზარდი ეკონომიკური დამოკიდებულება რუსეთზე და ოლიგარქის საიდუმლო ბიზნესები რუსეთში“.
ასევე ნახეთ TI: სულ რაღაც ოთხ თვეში საქართველოში 6400-ზე მეტი რუსული კომპანია დარეგისტრირდა
დოკუმენტი ასევე ვკითხულობთ, რომ 2004 წლიდან 2012 წლამდე საქართველომ გაატარა საჯარო სექტორის შორსმიმავალი რეფორმა, ბიუროკრატიის შემცირებიდან დაწყებული საგადასახადო კანონმდებლობის გადაწერამდე და საჯარო სერვისების გაუმჯობესებამდე. რამაც მექრთამეობის მკვეთრი შემცირება განაპირობა. ამ კონტექსში ნახსენებია, „ვარდების რევოლუციიდან“ ერთი წლის განმავლობაში განხორციელებული საპატრულო პოლიციის რეფორმა, რამაც მექრთამეობის 80 პროცენტით შემცირება განაპირობა. ანგარიშში ნათქვამია ასევე, რომ „კორუფციისგან წმენდას თან ახლდა ხელფასების ათჯერ გაზრდა“.
ასევე ნახეთ პაპუაშვილი "საერთაშორისო გამჭვირვალობის" კვლევაზე: ქმნიან ყალბ აღქმებს და მერე ებრძვიან ამ ყალბ აღქმებს„2004 წელს, საქართველოს „ვარდების რევოლუციიდან“ სულ რამდენიმე თვეში, ახალი მთავრობა უკვე ახდენდა აღმასრულებელი ხელისუფლების რეორგანიზაციას, კანონმდებლობის ცვლილებეს, აპატიმრებმა კორუმპირებულ ყოფილ ოფიციალურ პირებს და ახდენდა მათ მიერ მითვისებულ ქონების კონფიცკაციას - ფართო კამპანიამ, 2005 წლისთვუს მექრთამეობის 80 პროცენტით შემცირება განაპირობა“,-ნათქვამი ანგარიშში, რომლის თანახმად ეს ცვლილიებეი საკმარისად მდგდარი არ აღმოჩნდა.
ანგარიში თანახმად, საქართველოს „ვარდების რევოლუცია“ და უკრაინის „ნარიჯნისფერი რევოლუცია" დასრულდა მას შემდეგ რაც „რუსეთის მიერ მხარდაჭერილმა ოლიგარქებმა დააფინანსეს პრორუსი კანდიდატები, რომლებიც პრეზიდენტები გახდნენ და მოახდინეს ორი ქვეყნის ხელახალი კლეპტიფიკაცია“.
USAID-ის გზამკვლევში გარკვეული ადგილი ეთმობა, „ვარდების რევოლუციამდელ“ წლებში გატარებულ ცვილებებს და ნათქვამია, რომ „საქართველოში რეფორმატორებმა შეძლეს საჯარო ინფორმაციაზე გარკვეული წვდომის გახსნა, გამოხატვის თავისუფლების რეგულაციების შეცვლა, ადმინისტრაციული სამართლის ყოვლისმომცველი რეფორმის გატარება და სასამართლო სისტემის გარკვეული რეფორმებიც კი“.
დოკუმენტის თანახმად, პოლიტიკური ანალიზის შედეგად შესაძლებელია იმის გაგება როგორ იბრუნებენ ძალაუფლებას „ანტირეფორმისტული ელემენტები“.
"შეფასებები უნდა დაეხმაროს აშშ-ის მთავრობის უფრო მკვერთ ჩარევას, რაც დაეხმარებოდა რეფორმების მიღწევების დაცვას და რეჟიმისთვის პასუხისმგელობის დაკისრებას. ასეთ ინსტუმენტებს შორის შესაძლოა იყოს ყველაზე კორუმპირებული მთარობებისთვის დახმარების შეჩერება, უფრო ძლიერი საჯარო დიპლომატია და მაღალი დონის კორუმპირებული თანამდებობის პირებისთვის სანქციების დაკისრება".
გზამკვლევი „კლეპტოკრატიის აღმოფხვრის შესაძლებლობის ფანჯრების წართმევა“, სახელმძღვანელო რესურსია USAID-ის იმ თანამშრომლებისთვის, რომლებიც „კორუფციის მძიმე ხაფანგში გაბმულ ქვეყნებში“ მუშაობენ, „განსაკუთრებით კი მათთვის, ვისი გაბედული მოქალაქეები შესაძლებლობების ფანჯრებს ხსნიან რეფორმებისთვის“, - განმარტებულია დოკუმენტში.