რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთის „უშიშროების საბჭოს მდივანმა“ სერგეი შამბამ საზოგადოებას ბიჭვინთის ყოფილი სახელმწიფო აგარაკის რუსეთის ფედერაციისთვის გადაცემის შესახებ შეთანხმების რატიფიცირებისკენ მოუწოდა და აღნიშნა, რომ „რუსეთსა და საქართველოს შორის ურთიერთობა იცვლება“. ისაუბრა ასევე უკრაინაში მიმდინარე ომზე და განაცხადა, რომ გლობალური სამყარო იცვლება და ცვლილიების ფონზე, სადაც შესაძლოა „პატარა სახელწიფო“ დაზარალდეს საჭიროა ფართო სურათის დანახვა და „სახელმწიფოს“ შენარჩუნებაზე ფიქრი.
ასევე ნახეთ შეხვედრები მოსკოვში - კრემლი ბიჭვინთის მიწის მოლოდინშია, აფხაზები პროტესტისთვის ემზადებიანამის შესახებ მან, სოხუმში ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის ე.წ. პრეზიდენტის ასლან ბჟანისა და სამოქალაქო ორგანიზაციების წარმომადგენელბეთან გამართულ შეხვედრაზე განაცხადა.
„მასობრივი ინფორმაციის საშუალებებს რომ შეხედოთ, ნახავთ რუსეთთან ურთიერთობაში ისეთი ნეგატიური ტალღა დათესეს, რაც არ არის ჩვენს ინტერესებში. ვითარებას საერთო კონტექსტში უნდა დავინახოთ, ურთიერთკავშირში, რაც ხდება დღეს მსოფლიოში. ხედავთ, რომ რუსეთ- საქართველოს ურთიერთდამოკიდებულება იცვლება, გვირაბის მშენებლობას აპირებენ, (ქვეშეთი-კობის გვირაბი, საქართველოს ტერიტორიაზე. რედ.) რუსეთის საქართველოსთან დაკავშირებას, აფართოებენ ზემო ლარსზე გამშვებ შესაძლებლობებს, ეს ძალიან მნიშვნელოვანი არგუმენტებია, თუ გსურთ სურათის მთლიანობაში დანახვა. ამიტომ მოდი ჩვენი ქვეყნის ინტერესებიდან ამოვიდეთ. მინდა გითხრათ, რომ საზოგადოების ასეთი დაყოფით, ჩვენს სახელმწიფოს ვერავითარი პერსპექტივა ვერ ექნება“, - განაცახდა შამბამ.
მისი თქმით, „ქვეყანაში“ არსებული ურთიერთდამოკიდებულებით „ყველაფრეს დაკარგავენ“. ამასთან მისი თქმით, ბიჭვინთის ყოფილი სახელმწიფო აგარაკის რუსეთისთვის გადაცემის ვადა განსაზღრულია და მომავალში მიდი გადახედვა მათ „შვილებს და შთამომავლებს შეეძლებათ“
„რაც ახლა ხდება უკრაინაში, გვიჩვენებს, რომ მსოფლიო სხვანაირი იქნება, და როგორი იქნება ჩვენი როლი ამ რეგიონში ამ ყველაფერზე ახლა უნდა ვიფიქროთ, რადგან როდესაც მსოფლიოში ასეთი რყევები იყო ჩვენ ვზარალდებოდით, პატარები ყოველთვის ზარალდებიან. ამიტომ ამჟამინდელი შეთანხმებით განსაზღვრულია მიწის არენდით გადაცემის ბოლო ვადა - 49 წელი. შემდეგ უკვე ჩვენი შვილები, ჩვენი შთამომავლები გადაწყვეტენ, როგორ ურთიერთობა ექნებათ რუსეთთან 49 წლის შემდეგ, ჩვენ არ ვიცით, გვაქვს მისი გადახედვის შესაძლებლობა“, - განაცხდაა სერგეი შამბამ.
სერგეი შამბამ ქევშეთი-კობის დამაკავშირბელი გვირაბი იგულისხმა, რომელიც ჩრდილო-სამხრეთის დერეფანის ნაწილია. პროექტი დააკავშირებს თბილისს სამხრეთ კავკასიასა და რუსეთთან.
პროექტის ფარგლებში დაგეგმილია 23 კმ სიგრძის, 2 ზოლიანი ასფალტ-ბეტონის გზის, 5 ხიდისა და 5 გვირაბის მშენებლობა და 1 ხიდის რეაბილიტაცია. პროექტი ხორციელდება ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის დაკვეთით. მისი საერთო ღირებულება 1.240 მილიარდი ლარია. სამშენებლო სამუშაოებს აზიის განვითარების ბანკი და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი აფინანსებს.
მანამდე გავრცელებული ინფორმაციით, ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტმა ასლან ბჟანიამ საზოგადოებრივ ორგანიზაციებს მოსკოვთან გაფორმებული ხელშეკრულების ექსპერტიზა შესთავაზა. ამავდროულად, არაერთმა ოპოზიციურმა ძალამ მოუწოდა მას პარლამენტიდან გაიწვიოს ხელშეკრულება და ამ საკითხთან დაკავშირებით "აფხაზეთის საზოგადოებრივი პალატის" ბაზაზე შექმნას მრჩეველთა საბჭო.
აფხაზური საზოგადოების ზოგიერთი წარმომადგენელი შიშობს, რომ რუსეთში ხელისუფლების შეცვლის შემთხვევაში, ბიჭვინთის სახელმწიფო დაჩი შესაძლოა მესამე მხარის ხელში აღმოჩნდეს.
აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის ტერიტორიაზე არსებული ობიექტის რუსეთის ფედერაციის საკუთრებაში გადაცემისა და მისი გამოყენების წესის შესახებ დოკუმენტი 2022 წლის 19 იანვარს გაფორმდა.
შეთანხმებას „პარლამენტის“ მხრიდან რატიფიცირება სჭირდება. შეთანხმების საგანს წარმოადგენს ბიჭვინთაში არსებული ყოფილი სახელმწიფო აგარაკის მე-8, მე-9 და მე-10 კომპლექსების, ასევე კაგებეს მე-9 სამმართველოს განკარგულებაში მყოფი სამხედრო ქალაქის რუსეთისთვის გადაცემის საკითხი.
ხელშეკრულება ასევე ითვალისწინებს ბიჭვინთის ნაკრძალის 186 ჰექტარი მიწის 49 წლით იჯარით და მასთან ერთად, ამ მიწის მიმდებარედ საზღვაო სივრცის, 115 ჰექტარი ფართობის გადაცემის საკითხსაც.