რუსეთის პრეზიდენტ პუტინთან დაახლოებულმა პეტერბურგელმა ბიზნესმენმა, კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერის“ დამფუძნებლად და სპონსორად მიჩნეულმა ევგენი პრიგოჟინმა უკრაინასთან ომში მონაწილეობისთვის დაიქირავა ათასამდე პატიმარი როსტოვის ოლქში მდებარე ორი კოლონიიდან. ამის შესახებ რუსეთის, უკრაინის და ბელარუსის ჟურნალისტების მიერ შექმნილი, დამოუკიდებელი მედიაპროექტი Vot-tak.tv იუწყება. მისი წყაროა როსტოვის ოლქის ქალაქ ბატაისკის კოლონიაში მყოფი პატიმარი, რომელმაც შეთავაზებაზე უარი თქვა.
გამოცემის თანახმად, ევგენი პრიგოჟინი როსტოვის ოლქის კოლონიებში ამ დღეებში იმყოფებოდა „ვაგნერის“ ერთ-ერთ ხელმძღვანელთან, დმიტრი უტკინთან ერთად. წყარომ Vot-tak.tv-ს უამბო, რომ საპატიმრო დაწესებულებაში პრიგოჟინის შესვლამდე კოლონიის თანამშრომლებმა სამხრე კამერები გამორთეს. მისივე ცნობით, ევგენი პრიგოჟინმა პატიმრებს შესთავაზა „ვაგნერთან“ ერთად უკრაინაში ბრძოლა და სანაცვლოდ, სასჯელის მოხდისგან გათავისუფლება.
წყაროს ინფორმაციით, პრიგოჟინმა პატიმრებს უთხრა, რომ „შეუძლიათ უკრაინელებს გაუკეთონ ყველაფერი, რასაც მოისურვებენ“ და ამისთვის არავინ დასჯის. გამოცემის თანახმად, პრიგოჟინის წინადადებას ბატაისკის კოლონიაში მყოფი 700-მდე პატიმარი დათანხმდა, კიდევ 300 კი - როსტოვის ოლქის მეორე კოლონიაში.
ასევე ნახეთ რუსი უფლებადამცველები აცხადებენ, რომ უკრაინაში საომრად რუსეთის იზოლატორებში ეჭვმიტანილებისა და ბრალდებულების გადაბირება მიმდინარეობსკიდევ ერთი დამოუკიდებელი რუსული გამოცემა „ვაჟნიე ისტორიი“ აგვისტოს ბოლოს წერდა, რომ ევგენი პრიგოჟინმა უკრაინაში გასაგზავნად 650 პატიმარი დაიქირავა რუსეთის ივანოვოს ოლქში მდებარე სამ კოლონიაშიც.
ასევე ნახეთ ბრიტანული დაზვერვის შეფასებით, რუსეთმა "ვაგნერს" მისცა რეგულარული არმიის ფუნქციაც