მესტიის მუნიციპალიტეტში ხანძრის ქრობის პროცესი გრძელდება

საილუსტრაციო ფოტო: ხანძარი ბორჯომის ხეობაში

მესტიის მუნიციპალიტეტში ხანძრის ქრობის პროცესი გრძელდება. დღეს, 31 აგვისტოს დილიდან ავიაციამ მუშაობა განაახლა. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განაცხადეს, რომ ცეცხლი ფოთლოვანი ტყის ქვედა საფარს უკიდია.

მესტიაში ხანძარი გუშინ გაჩნდა. უწყების ცნობით, ცეცხლის კერა დასახლებული პუნქტიდან შორს არის.

ასევე ნახეთ "ვიცით დესტრუქციული ძალების ბუნება" - ღარიბაშვილი არ გამორიცხავს ხანძრებთან დაკავშირებით დივერსიას