უკრაინის დნეპროპეტროვსკის ოლქის სარკინიგზო სადგურ ჩაპლინოზე რუსეთის არმიის იერიშს აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი ტვიტერზე გამოეხმაურა და თავდასხმას სიმხეცე უწოდა
„რუსული სარაკეტო თავდასხმა უკრაინაში ხალხით სავსე სადგურზე, სიმხეცეა. გავაგრძელებთ პარტნიორებთან უკრაინის მხარდაჭერას და რუსეთის ოფიციალური პირებისთვის პასუხისმგებლობის დაკისრებას“, - დაწერა ტვიტერზე ბლინკენმა 25 აგვისტოს გამთენიისას.
24 აგვისტოს დნეპროპეტროვსკის ოლქის სარკინიგზო სადგურ ჩაპლინოზე რუსეთის არმიის იერიშის შედეგად, უკანასკნელი ინფორმაციით, დაღუპულია 22 ადამიანი.
ასევე ნახეთ უკრაინაში 22 ადამიანი დაიღუპა და ათობით დაიჭრა რკინიგზის სადგურზე რუსეთის სარაკეტო იერიშის შედეგად