სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა ტელეკომპანია "ფორმულის" თანამშრომლებისთვის ჟურნალისტურ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 154-ე მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო.
სსკ-ის 154-ე მუხლი ჟურნალისტისთვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლას გულისხმობს, რომელიც ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ორ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე ან უამისოდ.
"სპეციალური საგამოძიებო სამსახური ჩაატარებს ყველა საჭირო საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებას, დანაშაულში მხილებული პირის დადგენისა და დაკავების მიზნით", - ნათქვამია განცხადებაში.
დღეს, 24 აგვისტოს, ტელეკომპანია "ფორმულის" გადამღებ ჯგუფთან მუშაობის პროცესში უცნობი პირი დანით მივიდა და ჟურნალისტს მიკროფონი წაართვა. ვიდეოში ისმის, რომ ის დანით იმუქრება.
ასევე ნახეთ "ფორმულის" გადამღებ ჯგუფს ინციდენტი შეემთხვა"მე ვარ გარეთ ერთადერთი კანონიერი ქურდი. ბადრი, ჩელენჯს გიცხადებ. მოდი, შევხვდეთ, როცა გინდა, სადაც გინდა", - ყვიროდა მოქალაქე.
ასევე ნახეთ ქარტია: საგამოძიებო უწყებებს მოვუწოდებთ, "ფორმულის" გადამღებ ჯგუფზე თავდასხმა სწრაფად გამოიძიონ