Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ქარტია: საგამოძიებო უწყებებს მოვუწოდებთ, "ფორმულის" გადამღებ ჯგუფზე თავდასხმა სწრაფად გამოიძიონ


"ჟურნალისტური ეთიკის ქარტია" საგამოძიებო უწყებებს მოუწოდებს, დროულად გამოიძიონ ტელეკომპანია "ფორმულის" გადამღებ ჯგუფზე თავდასხმის ფაქტი. ქარტია მიმართავს ხელისუფლებას, დაიცვას ჟურნალისტების უსაფრთხოება და მედიას პროფესიული საქმიანობის შესრულებისას შესაბამისი სამუშაო პირობები შეუქმნას, რათა მოქალაქეებს ჰქონდეთ შესაძლებლობა, მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით ინფორმაცია მიიღონ.

"ქარტიას არაერთხელ განუცხადებია, რომ ბოლო პერიოდში ჟურნალისტებზე გახშირებული თავდასხმების გამომწვევი ფაქტორები მედიის წარმომადგენლების მიმართ ხელისუფლების აგრესიული რიტორიკა და გაჭიანურებული და გამოუძიებელი საქმეებია.

ქარტია მოუწოდებს საგამოძიებო უწყებებს, სწრაფად და ეფექტიანად შეისწავლონ მედიის წარმომადგენლებზე თავდასხმის ფაქტი", - ნათქვამია განცხადებაში.

დღეს, 24 აგვისტოს, ტელეკომპანია "ფორმულის" გადამღებ ჯგუფთან მუშაობის პროცესში უცნობი პირი დანით მივიდა და ჟურნალისტს მიკროფონი წაართვა. ვიდეოში ისმის, რომ ის დანით იმუქრება.

"მე ვარ გარეთ ერთადერთი კანონიერი ქურდი. ბადრი, ჩელენჯს გიცხადებ. მოდი, შევხვდეთ, როცა გინდა, სადაც გინდა", - ყვიროდა მოქალაქე.

XS
SM
MD
LG