ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი საქართველოში კელი დეგნანი ფაქტების არასწორ ინტერპრეტაციას უწოდებს "ქართული ოცნების" თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებას იმის თაობაზე, თითქოს, "სამართლიანი არჩევნები" (ISFED) რევოლუციურ პროცესში მონაწილეობდა. რაც შეეხება გამოთვლებში დაშვებულ შეცდომას, ელჩის თქმით, ორგანიზაციამ საზოგადოებას ამის შესახებ საჯაროდ შეატყობინა მაშინვე, როგორც კი შეცდომა დადასტურდა.
"ეს იყო სტატისტიკური, უმნიშვნელო შეცდომა და მისი ასე წარმოჩენა ფაქტების არასწორი ინტერპრეტაციაა, რომ თითქოს რევოლუციური სცენარი იყო ან გამიზნულად მოხდა. ყველა, ვინც მოლაპარაკებების პროცესში მონაწილეობდა, ძალიან კარგად იცის, რომ ერთადერთი მიზანი სიტუაციის დეესკალაცია გახლდათ და პარტიების პარლამენტში შესვლა იმისათვის, რომ მათ ქვეყნისათვის მნიშვნელოვან საკითხებზე ემუშავათ", - განაცხადა დეგნანმა ჟურნალისტების კითხვის პასუხად ერთ-ერთ ღონისძიებაზე სტუმრობისას.
მან ასევე აღნიშნა, რომ ამერიკის საელჩოს სრული ნდობა აქვს ISFED-ის მიმართ. "სამართლიანი არჩევნები" მონაწილეობდა საარჩევნო რეფორმების ჯგუფშიც, რომელსაც თავმჯდომარეობდა პარლამენტის ახლანდელი სპიკერი. დეგნანის თქმით, ორგანიზაციამ ძალიან დიდი წვლილი შეიტანა იმ რეფორმებისა და კანონმდებლობის შემუშავებაში, რაც შემდგომ პარლამენტმა მიიღო.
"მნიშვნელოვანია არჩევნებთან დაკავშირებით გვახსოვდეს შეფასებები და სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციის, მათ შორის ეუთო/ოდირის და სხვადასხვა სადამკვირვებლო ორგანიზაციის ანგარიშები, რომელთა თანახმად, არჩევნებზე სერიოზული დარღვევები დაფიქსირდა როგორც არჩევნების დღეს, ასევე არჩევნებამდე რამდენიმე კვირის განმავლობაში. ზოგადად, ეს არჩევნები არცერთმა ორგანიზაციამ არ შეაფასა როგორც სრულად სამართლიანი. ასე რომ, ეს დარღვევები ISFED-ის პასუხისმგებლობა არ არის. ზოგადად საზოგადოების ნდობა რომ ნაკლებია არჩევნების შედეგების მიმართ, ეს არ არის ISFED-ის პასუხისმგებლობა", - თქვა დეგნანმა.
ირაკლი კობახიძემ გუშინ, 23 აგვისტოს, განაცხადა, რომ ISFED-მა ხმების პარალელური დათვლის შედეგები გააყალბა, რომლის შემდგომ რევოლუციურ პროცესში მონაწილეობდა.
ასევე ნახეთ კობახიძე აშშ-ის საელჩოს განცხადებას ISFED-თან დაკავშირებით "გაურკვეველს" უწოდებსამერიკის შეერთებული შტატების საელჩო 19 აგვისტოს პარლამენტის საარჩევნო რეფორმების თემაზე მომუშავე ჯგუფში არასამთავრობო ორგანიზაცია "სამართლიანი არჩევნების" არდაშვებას გამოეხმაურა. განცხადებაში ნათქვამი იყო, რომ ასეთი კომპეტენტური ორგანიზაციის პროცესს მიღმა დატოვება, ევროკომისიის რეკომენდაციასაც და რეფორმების სულისკვეთებასაც ეწინააღმდეგება.
ასევე ნახეთ ISFED-ის არდაშვება პარლამენტის სამუშაო ჯგუფში კითხვებს აჩენს რეფორმის პროცესის გულწრფელობასთან დაკავშირებით - აშშ-ს საელჩოამერიკის საელჩოს განცხადებას წინ უძღოდა ევროკავშირის წარმომადგენლობის განცხადება, რომელმაც ასევე მოუწოდა ხელისუფლებას, პროცესის ინკლუზიურობა უზრუნველეყო.
ასევე ნახეთ EU-ს საელჩოს მოწოდებაა, ყველა NGO-ს შეეძლოს ჩართვა საარჩევნო საკითხებზე შექმნილ სამუშაო ჯგუფშიევროპული პერსპექტივა და 12 პირობა ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის ნაცვლად, საქართველომ 23 ივნისს მიიღო. ევროკომისიის პირობებს შორისაა სასამართლო და საარჩევნო რეფორმა, დეოლიგარქიზაცია, მედიის თავისუფლების უზრუნველყოფა და სხვა.
საარჩევნო საკითხებზე სამუშაო ჯგუფი პარლამენტში მმართველმა პარტიამ შექმნა და მისივე გადაწყვეტილებით, არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის მხოლოდ ორი კვოტა გამოიყო. ჯგუფის წევრები არიან: საპარლამენტო უმრავლესობის 4 წევრი, თითო წევრი პოლიტიკური ჯგუფებიდან "გირჩი", "მოქალაქეები" და "ევროპელი სოციალისტები", ერთი უფრაქციო პარლამენტის წევრი პარტიიდან "საქართველოსთვის". ჯგუფის საქმიანობაში ასევე მონაწილეობენ ცესკოს, სახელმწიფო აუდიტის სამსახურის და კომუნიკაციების ეროვნული კომისიის წარმომადგენლები.
"სამართლიან არჩევნებს" მმართველმა პარტიამ ამ ჯგუფში მონაწილეობაზე უარი იმ არგუმენტით უთხრა, თითქოს, იგი პოლიტიკურად მიკერძოებულია. ორგანიზაცია ამ ბრალდებას თავისუფლების შეზღუდვის მცდელობად მიიჩნევს ხელისუფლების მხრიდან. "სამართლიანი არჩევნების" პროცესიდან გათიშვის შემდეგ, არჩევნების თემაზე მომუშავე ჯგუფი დატოვა "ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამაც".
ასევე ნახეთ "ქართული ოცნება" წინააღმდეგია ISFED საარჩევნო საკითხებზე მომუშავე ჯგუფის წევრი იყოსმოგვიანებით, 4-მა არასამთავრობო ორგანიზაციამ - "ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტმა" (IDFI), „დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტმა“ (DRI), „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ“ და „სოციალური სამართლიანობის ცენტრმა“ - განაცხადა, რომ ISFED-ის სამუშაო ჯგუფში დაშვებამდე, დროებით აჩერებენ მმართველი პარტიის ინიციატივით შექმნილ ყველა სამუშაო ჯგუფში მონაწილეობას.