უკრაინაში რუსეთის შეიარაღებული შეჭრის მონაწილე რუსმა მედესანტემ, პაველ ფილატევმა, რომელმაც ომიდან დაბრუნების შემდეგ წიგნი ZOV-ი დაწერა და რუსეთის არმიის ქმედებები დაგმო, რუსეთი დატოვა. ამის შესახებ წერს ადამიანის უფლებადამცველ პროექტ Gulagu.net-ის დამფუძნებელი ვლადიმირ ოსეჩკინი, რომელიც, მისივე სიტყვებით, რუს სამხედროს "სასწრაფოდ ევაკუაციაში" დაეხმარა.
ასევე ვრცელდება ინფორმაცია, რომ რუსეთიდან გამგზავრებამდე ფილატევმა ინტერვიუ მისცა ბრიტანულ გამოცემა The Guardian-ს. სამხედრო ამბობს, რომ წიგნის გამოცემის შემდეგ ორი კვირის განმავლობაში ყოველდღიურად იცვლიდა საცხოვრებელი ადგილს, რადგან რუსეთის ხელისუფლება უთვალთვალებდა. ქვეყნიდან წასვლას ფილატევი არ აპირებდა, მაგრამ დაარწმუნეს ამაში. ამასთან ფილატევმა არ იცის, აღძრულია თუ არა მის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე.
ასევე ნახეთ
რუსეთის 64-ე ბრიგადის სამხედრომ უკრაინაში სამოქალაქო პირის მკვლელობა აღიარამანამდე ხაბაროვსკის ტერიტორიაზე დისლოცირებული 64-ე მოტორიზებული მსროლელი ბრიგადის ჯარისკაცმა დანილ ფროლკინმა საჯაროდ აღიარა, რომ რუსი ჯარისკაცები, რომლებიც უკრაინის ტერიტორიაზე შევიდნენ, მშვიდობიანი მოსახლეობის ძარცვაში, ყაჩაღობასა და მკვლელობაში მათი უშუალო მეთაურების ბრძანებით მონაწილეობდნენ. მან თავად აღიარა უკრაინის სოფელ ანდრეევკას მკვიდრის, რუსლან იარემჩუკის მკვლელობა.