სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყოფილი მაღალჩინოსანი სოსო გოგაშვილი, რომელიც ახლა პატიმრობაშია, მუქარაზე საუბრობს. მისი სახელით "ფეისბუკზე" ახალი მიმართვა ვრცელდება, რომელშიც გაჟღერებულია ბრალდება მმართველი პარტიის მიმართ და თხოვნა ნათესავებთან, დაიცვან მისი ოჯახი.
ასევე ნახეთ როგორ შეაგროვო საარჩევნო ხმები - მმართველი გუნდის რეცეპტი „გოგაშვილის ფაილებიდან“"კეთილი ფილანტროპი არა…? მე-12 დაწესებულებაში მივიღე მუქარა ბიძინა ივანიშვილისაგან, რომ თუ არ გავჩერდებოდი და სასურველ ჩვენებას არ მივცემდი, მოხდება ჩემი და ჩემი ოჯახის განადგურება. შეიძლება გავიგო, რომ ჩემი ოჯახი CO-თი გაიგუდა, ხანძარს ემსხვერპლა ან ავტოსაგზაო შემთხვევას. უკეთეს შემთხვევაში მოხდება ჩემი ოჯახის წევრებისა და ახლო გარემოცვისათვის ჩადება და მათი დაჭერა, ოცნების ზონდერ მედიების შემოსევა. ჩემი ოჯახისა და ახლობლების წინააღმდეგ განხორციელებულ უკანონობებზე პასუხისმგებლობას ვაკისრებ ბიძინა ივანიშვილსა და მის ოჯახს. მე ჩემს ოჯახთან ერთად გავაგრძელებ ბრძოლას სამართლიანობისთვის და გავაგრძელებ მხილების კამპანიას", - წერია სოსო გოგაშვილის სახელით გავრცელებულ ფეისბუკპოსტში.
ასევე ნახეთ გოგაშვილი ციხიდან გავრცელებულ წერილში წერს რომ აფგან მუხთარლი ივანიშვილის დავალებით გაიტაცესგოგაშვილი მიმართავს სახალხო დამცველს, პოლიტიკოსებს, არასამთავრობოებს, უფლებადამცველებს, დიპლომატიურ კორპუსსა და მედიას - "დაიცვან ჩემი უდანაშაულო ოჯახი".
რადიო თავისუფლება ცდილობს პენიტენციურ სამსახურთან დაკავშირებას. მასალა განახლდება პასუხის მიღების შემთხვევაში.
უფრო ადრე, 29 ივლისს, 10-ზე მეტმა არასამთავრობო ორგანიზაციამ საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდა, დაეცვა სოსო გოგაშვილის უფლებები.
ასევე ნახეთ არასამთავრობოები ხელისუფლებას მოუწოდებენ, დაიცვას სოსო გოგაშვილის უსაფრთხოებაგოგაშვილი 16 ივლისს საკუთარ სახლში დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის პირველი ნაწილით (მოხელის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება, რამაც სახელმწიფოს კანონიერი ინტერესის არსებითი დარღვევა გამოიწვია.), 157-ე მუხლის მე-4 ნაწილით (პერსონალური მონაცემების უკანონოდ მოპოვება, შენახვა, გავრცელება, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით) და 236 მუხლის მე-3 ნაწილით (ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა და შენახვა) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ვადით ოთხიდან შვიდ წლამდე.