გუდაურში პარაპლანით ფრენის შედეგად დაღუპული ტურისტის ცოლი, შერილ მორალ ტიმანი ამბობს, რომ თბილისის ერთ-ერთ სასტუმროშია და მისი ქმრის გადასვენების პროცედურას აგვარებს. მისი თქმით, ფრენის ბილეთებს ეძებს და ქვეყანას უახლოეს მომავალში დატოვებს.
"რადიო თავისუფლებასთან" ინტერვიუში ის ჰყვება, რომ გეგმავს ისევ უკან დაბრუნდეს და პარაგლაიდინგის წარმომადგენლებს დაელაპარაკოს. მან ჯერ კიდევ არ იცის, როგორ მოხდა უბედური შემთხვევა? მისი ქმარი რა მომენტში, როგორ გარდაიცვალა? და ჰქონდა თუ არა პილოტს ფრენის ლიცენზია?
"ტურისტი ვერ მოსთხოვს კომპანიას ლიცენზიას, ეს მთავრობის საქმეა", - ეუბნება გარდაცვლილი ტურისტის ცოლი რადიო თავისუფლებას.
ასევე ნახეთ რა შეგვიძლია ვთქვათ ვერტმფრენის ჩამოვარდნის მიზეზებზე - ინტერვიუ მფრინავთანშერილს გადარჩენილ პილოტთან შეხვდერაც სურს, რათა გაიგოს, რა მოხდა სინამდვილეში:
"ახლა მხოლოდ ჩემი ქმრის გადასვენებაზე ვფიქრობ. შესაძლოა, დავბრუნდე კიდეც საქართველოში, რათა პარაგლაიდინგის კომპანიას დაველაპარაკო. მინდა, ასევე პილოტს შევხვდე, ისინი ერთად იყვნენ. არ მინდა, ის დავადანაშაულო, ეს ხდება ხოლმე, უბედური შემთხვევაა, სიკვდილი არავის სურს... მინდა, ვკითხო, როგორ მოხდა ყველაფერი? ჰქონდა თუ არა მას ფრენის ლიცენზია. თუ ჰქონდა, მაშინ კარგი, თუკი არა - მაშინ არავინ იქნება ამით ბედნიერი. [წასვლამდე] თუ მექნება მისი ნახვის შანსი... შეიძლება ის ჯერ კიდევ დაბნეული იყოს, მირჩევნია, ამ ეტაპზე დაისვენოს. მინდა იფიქროს, რა მოხდა სინამდვილეში, შემდეგ კი დავბრუნდები... მაგრამ ახლა მხოლოდ ის მინდა, დაბრუნდე ჩემს ქვეყანაში და ყველაფერი დავასრულო, მარტივი არაა აქ დარჩენა".
გუდაურში 29 ივლისს უბედური შემთხვევის დროს დაღუპული ტურისტის ცოლი, შერილ მორალ ტიმანი პოლიციამ 31 ივლისს გამოკითხა. საქმეს შინაგან საქმეთა სამინისტრო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 275-ე მუხლით (საჰაერო ტრანსპორტის ექსპლუატაციის წესების დარღვევის) იძიებს.
ასევე ნახეთ რატომ ირჩევენ ტურისტები გუდაურს და რამდენად უსაფრთხოა პარაპლანით ფრენა - ინტერვიუშერილ მორალ ტიმანის თქმით, გუდაურში მათი მოგზაურობა სრულდებოდა და მალე უკან, დუბაიში გაფრენას აპირებდნენ. ცოლ-ქმარი შვილთან და მეგობრის ოჯახთან ერთად იყვნენ საქართველოში ჩამოსულები. გარდაცვლილი კაცისთვის ეს პარაპლანით პირველი გაფრენა იყო.
29 ივლისს გუდაურის მიმდებარე ტერიტორიაზე, პარაპლანით ფრენის დროს, ორი პირი კლდოვან ფერდობზე ჩამოვარდა. სამაშველო ოპერაციაში ჩაერთო სასაზღვრო პოლიციის კუთვნილი ვერტმფრენი, რომელმაც ღონისძიების მიმდინარეობისას მართვა დაკარგა და ჩამოვარდა. შინაგან საქმეთა მინისტრმა მოგვიანებით თქვა, რომ გარდაიცვალა სამაშველო ოპერაციაში ჩართული, ვერტმფრენში მჯდარი 8 ადამიანი და ტურისტი.
ასევე ნახეთ პრეზიდენტმა გუდაურში დაღუპულები სამოქალაქო თავდადებისთვის დააჯილდოვა