ჰომოფობიური და პრორუსულად განწყობილი ჯგუფების დაფუძნებულ ტელეარხ "ალტ-ინფოს" ფინანსური კრიზისი აქვს. არხი მაუწყებლობის შეჩერების საფრთხის წინაშე დგას. ამის შესახებ რადიო თავსუფლებას ერთ-ერთი ხელმძღვანელი პირი, კონსტანტინე მორგოშია ესაუბრა.
"ფინანსებთან დაკავშირებით გვაქვს ძალიან დიდი პრობლემა გამომდინარე იქიდან, რომ ჩვენი დამფინანსებლების უმრავლესობას, რომლებსაც ბანკებსა და ორგანიზაციებში ჰქონდათ ბიზნესაქტივობა, მისცეს მითითება, რომ ჩვენთან არანაირი კონტაქტი არ ჰქონდეთ. ეს ახსნეს იმით, რომ ამ ბანკების და კომპანიების პარტნიორები არიან უცხოელები, რომლებისთვისაც ეს არის პრობლემა.
უცხოელმა მფლობელებმა მოსთხოვეს ბანკის მენეჯმენტს ამის გატარება, რაზეც ამბობენ, რომ არის ელჩების მითითება და განსაკუთრებით აქტიურობს აშშ-ის ელჩი", - აცხადებს კონსტანტინე მორგოშია, თუმცა კონკრეტულ ბანკს არ ასახელებს, რადგან ამბობს, რომ იდენტური მდგომარეობაა ყველა დაწესებულებაში.
მასალა არქივიდან "ლელო" მუშაობს კანონპროექტზე, რომლითაც "ალტ-ინფო" ამ შინაარსით ვეღარ განაგრძობს მაუწყებლობასის ვერ ამბობს კონკრეტულ თარიღს, რა ვადითაც არსებული ფინანსები არხს მუშაობის გაგრძელების შესაძლებლობას აძლევს.
"თანხებზე ჩასვლას ვერ გავაკეთებთ. არ ვლაპარაკობთ. საუბარი გვაქვს სხვადასხვა ბიზნესჯგუფებთან, რომლებიც მოღვაწეობენ პოსტსაბჭოთა სივრცეში და იმედი გვაქვს, რომ სიტუაციას უკეთესობისკენ გამოვასწორებთ...
რაღაც ფინანსური დანაზოგი გვაქვს, მაგრამ ეს არ არის საკმარისი. საფრთხე რადგან არის, ჩვენს თანამშრომლებსაც ვუთხარით... [რამდენი ხანი შევძლებთ მაუწყებლობას] არ ვიცი. მიმდინარეობს მოლაპარაკება და ვიმედოვნებ, რომ გამოვასწორებთ ამ სიტუაციას..." - თქვა მან.
ფინანსური პრობლემები აქვს არამხოლოდ ტელეარხს, არამედ ამავე ჯგუფის მიერ დაფუძნებულ პოლიტიკურ პატია "კონსერვატიულ მოძრაობას".
"პარტიაშიც იგივე პრობლემებია. იქ ცალკე ვმუშაობთ, რა გამოვა, ჯერ ვერ გეტყვით. [პარტიების ოფისების შემცირებაზეც] არის საუბარი, გააჩნია რა ფინანსები გვექნება, მანდედან გამომდინარე ვიმოქმედებთ", - ამბობს მორგოშია.
ასევე ნახეთ ერთი და იგივე თანხა, დრო და ხალხი - როგორ სწირავს „ალტ-ინფოს” პარტია საკუთარ თავს ფულს"ალტ-ინფო" საკუთარ სატელევიზიო/ონლაინ ეთერში, რუსეთის მიერ დაწყებულ ომში უკრაინის პასუხისმგებლობაზე საუბრობს. ტელეარხს მთელი საქართველოს მასშტაბით მაუწყებლობის უფლება აქვს.
ასევე ნახეთ კომუნიკაციების კომისიამ "ალტ-ინფოს" ეთერში ომის პროპაგანდის ნიშნები დაინახაამ არხის დამფუძნებლები არიან 2021 წლის 5 ივლისს დაგეგმილი "ღირსების მარშის" კონტრაქციის ორგანიზატორები, რა დროსაც 50-ზე მეტ ჟურნალისტს ფიზიკურად გაუსწორდნენ.
საქართველოს სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია მიიჩნევს, რომ "ალტ-ინფოს" ერთ-ერთი ხელმძღვანელის, ზურა მახარაძის წინააღმდეგ სისხლის სამართლის დევნა უნდა დაიწყოს. ომბუდსმენს მიაჩნია, რომ სწორედ მისი მოწდებების გამო 5 ივლისს ათეულობით ჟურნალისტზე იძალადეს.