ჩვენს კოლეგას, რეი ფერლონგს, საშუალება მიეცა, რამდენიმე შეკითხვა დაესვა გერმანელი მინისტრისთვის.
გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ანალენა ბერბოკმა, განაცხადა, რომ ევროკავშირი არ აჰყვება მოსკოვის „შანტაჟს“ მას შემდეგ, რაც „გაზპრომმა“ გამოაცხადა აირის მიწოდების კიდევ ერთი დიდი შემცირების შესახებ „ჩრდილოეთის ნაკადი 1“-ის მილსადენით, რომელიც რუსეთსა და გერმანიას ერთმანეთთან აკავშირებს.
რადიო თავისუფლებასთან საუბრისას, 26 ივლისს, ბერბოკმა თქვა, რომ გერმანია და ევროკავშირი რუსეთის ამ ტაქტიკას ხედავენ, როგორც ევროკავშირის გაყოფის კიდევ ერთ მცდელობას, რომელიც წარუმატებელი იქნება, რადგან ევროპა ისეა გაერთიანებული, როგორც არასდროს და ესმის, რომ საჭიროა დაასრულოს რუსეთზე ენერგეტიკული დამოუკიდებლობა.
„გვსურს 100-პროცენტიანი დამოუკიდებლობა - დამოუკიდებლობა რუსეთის წიაღისეული ენერგიისგან რაც შეგვიძლია სწრაფად“, თქვა ბერბოკმა და დასძინა, რომ ევროპას გადაწყვეტილი აქვს, ამ გზაზე დარჩეს.
მან ეს კომენტარი გააკეთა ერთი დღეში მას მერე, რაც რუსეთის სახელმწიფო კომპანია „გაზპრომმა“ განაცხადა, რომ 27 ივლისიდან „ჩრდილოეთის ნაკადი 1“-ის მილსადენით გერმანიაში აირის მიწოდებას ჩვეული სიმძლავრის მეხუთედამდე შეამცირებს.
„გაზპრომის“ განცხადება გაკეთდა რამდენიმე დღეში მას მერე, რაც განახლდა, თანაც გამტარუნარიანობის მხოლოდ 40 პროცენტით, ამ მილსადენით აირის მიწოდება ათდღიანი ტექნიკური მომსახურების აუცილებლობით გამოწვეული პაუზის შემდეგ. „გაზპრომის“ თანახმად, იძულებული იყო შეემცირებინა ნაკადი, რადგან დაუგვიანეს კანადაში შესაკეთებლად გაგზავნილი ტურბინების უკან დაბრუნება. მიწოდების ბოლო შემცირების მიზეზად „გაზპრომმა“ დაასახელა მილსადენის რუსეთის მხარის ბოლოს მოქმედი კომპრესორის სადგურის ტურბინის მუშაობის შეჩერების აუცილებლობა.
როგორც გერმანიამ, ასევე ევროკავშირმა განაცხადეს, რომ არ არსებობს გაზის ნაკადის შემცირების ტექნიკური გამართლება. მათი თქმით, რუსეთის ნაბიჯები პოლიტიკურად მოტივირებულია და დაკავშირებულია ევროკავშირის სანქციებთან უკრაინაში რუსეთის შეჭრის გამო.
ბერბოკმა თქვა, რომ მილსადენების ტურბინების შეკეთების გარშემო ამბავი იყო მაგალითი იმისა, თუ როგორ ცდილობს რუსეთი „ყველა სახის ინსტრუმენტის და ხრიკის“ გამოყენებას ევროპაში განხეთქილების შესატანად, და რომ ევროპა ერთად უნდა დარჩეს.
ასევე ნახეთ გაძლებს ევროპა რუსული გაზის გარეშე?გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრის თანახმად, რუსეთმა მთლიანადაც რომ გადაკეტოს „ჩრდილოეთის ნაკადი 1“, „არავითარი ეჭვი არ არსებობს“, რომ მის წინააღმდეგ გერმანია სანქციების პოლიტიკას გააგრძელებს.
ევროპის კავშირმა რუსეთის ქვანახშირის იმპორტი პირველი აგვისტოდან აკრძალა, ხოლო ნავთობის პროდუქტების სხვადასხვა სახეობის უმეტესობა 31 დეკემბრიდან აღარ შევა ევროპაში.
ანალენა ბერბოკმა ილაპარაკა უკრაინისთვის გერმანიის მიერ მძიმე შეიარაღების მიწოდების გარშემო და თქვა, რომ ბერლინში ამ მხრივ პოლიტიკური ნების ნაკლებობა არ არის.
მისი სიტყვებით, გერმანია თავიდანვე იყო არამომგებიან პოზიციაში უკრაინისთვის თანამედროვე იარაღის მიწოდების მხრივ, რადგან მისი შეიარაღება „ყველაზე უარესი იყო, რაც კი შეიძლება წარმოიდგინოთ“, გერმანია თავისი შეიარაღების მოდერნიზებით არ იყო დაკავებული. ბერბოკის თანახმად, საკუთარი მარაგიდან იარაღის მიწოდება უკრაინისთვის იყო შეუძლებელი, რადგან რაც გაგვაჩნდა, 50 წლის იყო და, მაგალითად, გვეგონა, რომ არასოდეს დაგვჭირდებოდა ტანკები. „ევროპა ისე იყო მოწყობილი, რომ მშვიდობიანად უნდა ეცხოვრა“, ამბობს ბერბოკი.
გერმანიას, გამოთქმული კრიტიკა, რომ ნელა უწევდა უკრაინას დახმარებას, გულში მოხვდა და ამიტომაა, რომ ახლა „ვცდილობთ, უკეთესი ვიყოთ“, განუცხადა რადიო თავისუფლებას პრაღაში სტუმრად მყოფმა ანალენა ბერბოკმა.
ასევე ნახეთ უკრაინამ გერმანიიდან უკვე მიიღო სამი თვითმავალი საზენიტო დანადგარი Gepard-ი - რეზნიკოვიამ ეტაპზე გერმანია უკრაინას აწვდის საარტილერიო დანადგარებს, ჰაუბიცების ჩათვლით, და წვრთნის უკრაინელ სამხედროებს.
ბერბოკმა დასძინა, რომ სექტემბრის დასაწყისისთვის გერმანია კიევს გაუგზავნის საჰაერო თავდაცვის სისტემებს.
უმაღლესი რანგის გერმანელმა დიპლომატმა კომენტარი გააკეთა ევროკავშირში ბოსნია და ჰერცეგოვინის გაწევრიანების სურვილის და ამ ქვეყანაში იმედგაცრუების გარშემო, როცა ბრიუსელმა უკრაინასა და მოლდოვას კანდიდატის სტატუსი მიანიჭა. მან თქვა, რომ ქვეყანაში „ხმამაღლა ისმის ნაციონალისტური რიტორიკა“, თუმცა, იქვე გამოთქვა აზრი, რომ ახალგაზრდა ბოსნიელებს ეთნიკურ ჯგუფებს შორის ერთიანობა სურთ უკეთესი მომავლისთვის.
ავღანეთთან დაკავშირებით ბერბოკმა თქვა, რომ თალიბების მიმართ შეიარაღებული წინააღმდეგობისთვის სამხედრო მხარდაჭერის მიწოდება „დღის წესრიგში არ არის“. მისი თქმით, ქვეყანა ჰუმანიტარული კატასტროფის წინაშე დგას და გერმანია ერთ-ერთი უმსხვილესი დონორია, მაგრამ არავითარი კონტაქტი არ არსებობს თალიბანის ხელმძღვანელობით მოქმედ მთავრობასთან.
გერმანიამ უნდა დაუჭიროს მხარი ავღანეთის ხალხს და გააგრძელოს ადამიანების გამოყვანა, რომელთა სიცოცხლე საფრთხეშია წარსულში კოალიციასა და დასავლეთის მთავრობებთან თანამშრომლობის გამო, თქვა მან.
მან ასევე აღნიშნა, რომ ავღანეთში ქალების უფლებები ყველაზე მეტად ირღვევა. ამიტომ განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს ქალებსა და გოგონებს, რომელთა სიცოცხლე „შეჩერდა“, როდესაც ძალაუფლება თალიბებმა იგდეს ხელთ.