ეს იყო კლასიკური მაგალითი პროპაგანდისტული ინსტრუმენტების გამოყენებისა მედიის მეშვეობით - პაპუაშვილი

შალვა პაპუაშვილი, საქართველოს პარლამენტის თავმდჯომარე

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის შალვა პაპუაშვილის განცხადებით პარტია "ქართული ოცნების" თავმჯდომარის მიმართ "მთავარი არხის" ჟურნალისტის მიერ დასმულ შეკითხვას არავითარი კავშირი არ ჰქონდა ეთიკურ ჟურნალისტიკასთან და აგებული იყო ერთ-ერთი უკრაინელი პოლიტიკოსის განცხადებაზე, რომელიც ცნობილია საქართველოს მიმართ დეზინფორმაციული განცხადებებით.

„ეუთო/ ოდირმა თქვა, რომ სამწუხაროდ, მედია საქართველოში ქცეულია პოლიტიკურ აქტივისტად, ეს არის საერთო ჯამში რასაც ჩვენ ვხედავთ, ბოლო სამი დღე, ჩვენ ვხედავდით ცილისმწამებლურ კამპანიას, რომლის კულმინაცია იყო გუშინ იმ დასმული კითხვის ფორმულირებიდან გამომდინარე, რომელშიც შიგნითვე იყო ჩადებული პასუხიც, შეურაცხყოფაც, ცილისწამებაც , დისკრედიტაციაც ეს იყო ალბათ მაგალითი იმისა თუ როგორ ხდება პროპაგანდისტული ინსტრუმენტების გამოყენება მედიის მეშვებით“,- განაცხადა შალვა პაპუაშვილმა პარლამენტში პრესკონფერენციაზე მედიის პასუხად.

მისი სიტყვებით, ტერმინი ეთიკური ჟურნალისტიკა მედიის უმრავლესობისთვის არარსებული ტერმინია, „მედიის ნაწილი ქცეულია პოლიტიკურ აქტივისტად, ის არის ჩვეულებრივად პოლიტიკის მონაწილე და განმსაზღვრელი და არის გარკვეულწილად პარტიული ინტერესების გამტარებელი“

თითქოს კითხვა არსებობს და ლეგიტიურია კითხვაა, არანაირი ლეგიტიმური კითხვა არ არსებობს, ჩვენ ვნახეთ რომ ერთ-ერთმა უკრანელმა პოლიტიკურმა რაღაცა "დაგუგლა" და "დაგუგვლაზე" ჟურნალისტი რომ ააწყობს თავის კითხვას, "დაგუგვლაზე" მედია რომ ააწყობს სიუჟეტს ეს აჩვენებს ზუსტად თუ რამდენად მართალი იყო ეუთო/ოდირი როდესაც ამბობს, რომ სამწუხაროდ, მედიის ნაწილი პოლიტიკურ აქტივისტად არის ქცეული", - თქვა შალვა პაპუშვილმა.

პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯომარემ, ირაკლი კობახიძემ "მთავარი არხის" ჟურნალისტის შეკითხვაზე გამოხატული შეურაცხმყოფლი რეაქციის გამო კრიტიკური შეფასებები დაიმსახურა.

ასევე ნახეთ „ქარტიის" შეფასებით, კობახიძემ ჟურნალისტს შეურაცხმყოფელი ფრაზით მიმართა და სექსისტური ენა გამოიყენა

„ქალის სახე დაკარგე. პირი მოიწმინდე, სააკაშვილივით გაქვს პირი, დაემსგავსე მართლა ყველაფრით შენს ბელადს... შენ ხარ არახამია, როგორც ის არ არის კაცი, ისე შენ არ ხარ ქალი, ნაცმოძრაობის გულისთვის დაკარგე სახე“, - უთხრა კობახიძემ ჟურნალისტს, რომელმაც მას უკრაინის ხელისუფლების წარმომადგენლის, დავით არახამიას სიტყვების შეფასება სთხოვა.

ასევე ნახეთ „ათასად კაცი დაფასდა, ათიათასად - ზრდილობა!" - პრეზიდენტი კობახიძის ნათქვამს გამოეხმაურა

კობახიძე გააკრიტიკა, მათ შორის, საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა. ასევე, ჟურნალისტური ეთიკის ქარტიამ:

„დაუშვებელია მედიის წარმომადგენლების მიმართ აგრესია და მოუწოდებს ხელისუფლებას, შეწყვიტოს ძალადობის წახალისება, სექსისტური და დისკრიმინაციული ენის გამოყენება“, - განაცხადა ქარტიამ.

პასუხად, კობახიძე პავლიკა მოროზოვს უწოდებს ყველას, ვინც ჟურნალისტის მხარდამჭერი პოზიცია დაიკავა.

ასევე ნახეთ კობახიძე „მთავარის“ ჟურნალისტზე: სიბინძურისგან გაბოროტებულს პირზე დუჟი მოადგა