თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალის დირექტორი და კინოცენტრის ყოფილი ხელმძღვანელი, გაგა ჩხეიძე ფეისბუკით წერილს ავრცელებს. ის საუბრობს ფესტივალის ორგანიზების სირთულეებზე, რომელიც მას შემდეგ შეიქმნა, რაც სამინისტრომ უარი თქვა მის დაფინანსებაზე. გაგა ჩხეიძის თქმით, ეს არის ფესტივალის არსებობის განმავლობაში მეორე შემთხვევა, როდესაც სახელმწიფო უარს ამბობს მის დაფინანსებაზე. პირველად ასეთი შემთხვევა 2011 წელს მოხდა, მაშინდელი კულტურის მინისტრის მინისტრის, ნიკა რურუას ერთპიროვნული გადაწყვეტილებით, რაც გაგა ჩხეიძის მხრიდან კინოცენტრის კრიტიკაზე პასუხი იყო და მეორედ 2022 წელს. ფესტივალის დირექტორი თვლის, რომ წელსაც მინისტრის ბრძანებით მოხდა ფესტივალის ბედის გადაწყვეტა კონკურსში, რომელიც კულტურის სამინისტრომ დასაფინანსებელი ფესტივალების შესარჩევად გამოაცხადა მარტის თვეში.
"[კონკურსის] მიზანი იყო „მნიშვნელოვანი საერთაშორისო საფესტივალო ღონისძიებების ხელშეწყობა; ხელოვანების და სახელოვნებო ორგანიზაციებისათვის ახალი პროფესიული შესაძლებლობების უზრუნველყოფა; კულტურის სფეროში მიმდინარე პროცესებისა და თანამედროვე ტენდენციების გაცნობა; ქვეყანაში კულტურული ცხოვრების გააქტიურებით საერთაშორისო და შიდა კულტურული ტურიზმის ხელშეწყობა.“
კინოხელოვნების ცენტრმა პრომეთემ შეავსო განაცხადი თბილისის 23-ე საერთაშორისო კინოფესტივალის პროექტზე და მონაწილეობა მიიღო კონკურსში, მაგრამ კომისიის გადაწყვეტილებით ის არ დაფინანსდა.
სამინისტროს საკონკურსო განაცხადში აღნიშნული იყო შემდეგი: „კონკურსში უპირატესობა მიენიჭება: ა) ფესტივალის ფარგლებში აქტივობების რაოდენობას, საფესტივალო პროგრამის მრავალფეროვნებას, მონაწილე ქვეყნების რაოდენობას; ბ) საერთაშორისო მასტერკლასებს, რომლებიც პასუხობს კულტურის სფეროში არსებული გამოწვევების დაძლევას; გ) წარმატებული და მაღალი პროფესიული მიღწევების მქონე ხელოვანების მიერ ცოდნისა და გამოცდილების გაზიარებას; დ) საერთაშორისო ფესტივალებისა და მასტერკლასების ორგანიზებისა და ჩატარების გამოცდილებას.“
სრული პასუხსიმგებლობით შემიძლია მოგახსენოთ, რომ თბილისის 23-ე საერთაშორისო კინოფესტივალის პროექტი ყველა ამ კრიტერიუმს აკმაყოფილებდა. დარწმუნებული ვარ, რომ ის სამინისტროს მიერ მოწონებულ არცერთ სხვა კინოფესტივალს არ ჩამოუვარდება. სრულიად გაუგებარია, რა მოსაზრებით იხელმძღვანელა კომისიამ, როცა მან უარი თქვა თბილისის კინოფესტივალის დაფინანსებაზე" - წერს გაგა ჩხეიძე. ის შეეცადა გაეგო სამინისტროსგან ოფიციალური კორესპონდეციების საშუალებით, კონკურსში მონაწილე პროექტების შეფასება და არგუმენტაცია, თუმცა უშედეგოდ.
თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალი სამი სახელმწიფო სტრუქტურის მხრიდან ფინანსდება: სამინისტროს გარდა, რომელიც 2007 წლიდან აფინანსებს ფესტივალს, მისი სპონსორები არიან თბილისის მერია და ეროვნული კინოცენტრი.
"კულტურის სამინისტროს მხრიდან დაფინანსების შეწყვეტის გამო წელს თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალი იძულებული იქნება, უარი თქვას საერთაშორისო კონკურსზე, ინდუსტრიულ ღონისძიებებზე, შეამციროს პროგრამა, გააუქმოს არაფორმალური შეხვედრები და ა.შ. ეს თავისთავად აუარესებს კინოფესტივალის ხარისხს, მაგრამ რა გაეწყობა, როგორც ჩანს, სამინისტროს არ სურს, რომ თბილისის კინოფესტივალი განვითარდეს, გაძლიერდეს, იქცეს რეგიონის წამყვან კინოფესტივალად და მიაღწიოს ევროპულ მასშტაბებს. შედარებისთვის მოვიყვან რუმინეთის წამყვან კინოფესტივალს - ტრანსილვანიის კინოფესტივალს ქალაქ კლუჟში. მისი ბიუჯეტი მთლიანობაში (სახელმწიფო, კერძო სექტორი და ფონდები ერთად) 1,8 მილიონი ევროა, თბილისის სახელმწიფო კინოფესტივალის დაფინანსება კი მისთვის საუკეთესო წელს (2019) შეადგენდა დაახლოებით 150 000 ევროს" - წერს გაგა ჩხეიძე და გამოქვამს ვარაუდს რომ საკონკურსო კომისიამ თბილისის კინოფესტივალი არა გაცხადებული კრიტერიუმების, არამედ მინისტრის მითითების საფუძველზე დატოვა დაფინანსების გარეშე.
თბილისის კინოფესტივალის გარდა წელს სამინისტროს კონკურსში ვერ გაიმარჯვა ვერც ბათუმის საერთაშორისო კინოფესტივალმა, რომელიც მნიშვნელოვანი რეგიონული კულტურული ღონისძიებაა.
კონკურსში გამარჯვებული ფესტივალების ჩამოთავალი ასეთია:
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
თბილისის 23-ე კინოფესტივალი წელს 4-11 დეკემბერს გაიმართება.
გაგა ჩხეიძე, კინოცენტრის ყოფილი ხელმძღვანელი ამ თანამდებობიდან ვადის ამოწურვამდე 2 თვით ადრე მინისტრის ბრძანების საფუძველზე გაათავისუფლეს. სამინისტრომ მისი გათავისუფლების მიზეზად შიდა აუდიტის მიერ კინოცენტრში დაფიქსირებული დარღვევები დაასახელა, თავად გაგა ჩხეიძე კი მინისტრის მხრიდან სფეროში ცენზურის მცდელობებზე და გაუმართავ კომუნიკაციაზე საუბრობდა. მან სამინისტროს წინააღმდეგ სამართლებრივი დავა დაიწყო.
ასევე ნახეთ გაგა ჩხეიძე: იყო რამდენიმე მცდელობა კინოცენტრის საქმიანობაში უხეშად ჩარევისეროვნული კინოცენტრის ხელმძღვანელად თეა წულუკიანმა მისი მოადგილე, კარლო კახა სიხარულიძე დანიშნა, რომელმაც გაგა ჩხეიძის მიერ დამტკიცებული საკონკურსო კომისიები ახლით ჩაანაცვლა.
ასევე ნახეთ “თქვენ ჩანაცვლებული ხართ ახალი კომისიით” - ინტერვიუ ბესო სოლომანაშვილთან