მმართველი პარტიის ყოფილი ლიდერი, დიმიტრი ხუნდაძე, რომელიც პარტიიდან "სიმართლის თქმის" მოტივით წავიდა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალურ წარმომადგენელ ნედ პრაის ღია წერილით მიმართავს. წერილის ერთი ნაწილი მმართველი პარტიის დამფუძნებლის ბიძინა ივანიშვილს ეთმობა და მისი გაკეთებული საქმეები ევროკავშირისა და აშშ-ს მხრიდან საქართველოსთვის გაწეულ დახმარებასთან არის შედარებული.
"დღეს გამუდმებით გვესმის, რომ 30 წლის განმავლობაში ევროკავშირი და ამერიკის შეერთებული შტატები ეხმარებოდნენ ჩვენს სამშობლოს და ამისთვის მათი მადლიერი უნდა ვიყოთ. დიახ, მადლიერი ვართ და არაერთხელ გვითქვამს მადლობა ჩვენი საერთაშორისო პარტნიორებისთვის, მაგრამ რატომ არ უნდა ვუთხრათ მადლობა იმ პიროვნებას, ვინც ასევე მნიშვნელოვანი ქველმოქმედება გაიღო საკუთარი ქვეყნისთვის?..
ბიძინა ივანიშვილის საკითხი გახდება დასავლური ღირებულებების საზომი საქართველოში!.." - აღნიშნავს ხუნდაძე.
ამავე წერილში ივანიშვილი ხუნდაძემ მოიხსენია "ეროვნულ და სახელმწიფო მოღვაწედ":
"დაუფარავად ვაცხადებთ, რომ მისი ღირსების შეურაცხყოფა არ დარჩება არც ჩვენგან და არც საზოგადოებისაგან უპასუხოდ. ქართველმა ხალხმა წარსული ისტორიის მანძილზე ბევრჯერ დაუშვა შეცდომა ეროვნული და სახელმწიფო მოღვაწეების მიმართ, ვერ გავუფრთხილდით მათ და ამით წააგო ქვეყანამ. აღარ ვაპირებთ ამ ისტორიული შეცდომის განმეორებას. ბიძინა ივანიშვილმა ყველაფერი გაიღო ჩვენი ქვეყნის უკეთესი მომავლისთვის და ახლა ჯერი ჩვენზეა!"
20 ივლისს აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალური წარმომადგენელი ნედ პრაისი გამოეხმაურა საქართველოში აშშ-ის ელჩის კელი დეგნანის მიმართ ხელისუფლების წარმომადგენლების რიტორიკას და განაცხადა, რომ ელჩს ვაშინგტონისგან სრული მხარდაჭერა აქვს. მისი თქმით, დეზინფორმაცია და პირადი თავდასხმა კელი დეგნანსა და მის გუნდზე არ არის შესაბამისი იმ კომუნიკაციისა, რაც პარტნიორებს აქვთ.
ასევე ნახეთ სახელმწიფო დეპარტამენტი: ელჩ დეგნანს ჩვენი სრული მხარდაჭერა აქვსნედ პრაისმა 20 ივლისს თავისი ყოველდღიური ბრიფინგი საქართველოზე საუბრით გახსნა და თქვა, რომ საელჩო თბილისში ყველაფერს აკეთებს საქართველოს მოსახლეობის ევრო-ატლანტიკური მისწრაფების მხარდასაჭერად.
ასევე ნახეთ დეგნანი: ნედ პრაისისგან მოისმინეთ რომ ვაშინგტონი კარგადაა ინფორმირებული საქართველოს შესახებსაქართველოში აშშ-ის ელჩი კელი დეგნანი უკანასნელ პერიოდში საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენელთა კრიტიკის ობიექტი გახდა. ისინი ელჩს საქართველოს საშინაო საქმეებში ჩარევაში სდებენ ბრალს.