უკრაინის შეიარაღებული ძალების სარდალი, გენერალ-ლეიტენანტი ვალერი ზალუჟნი აცხადებს, რომ ქვეყნის არმიამ სიტუაციის სტაბილიზაცია შეძლო. 18 ივლისს, ღამით, აშშ-ის სამხედრო შტაბების მეთაურთა გაერთიანებული კომიტეტის ხელმძღვანელთან, მარკ მილისთან სატელეფონო საუბრის შემდეგ, ზალუჟნიმ ტელეგრამ-არხზე დაწერა, რომ სიტუაცია რთული და დაძაბულია, თუმცა, მას სრულად აკონტროლებენ და სტაბილიზაციის მიღწევა შეძლეს.
ვალერი ზალუჟნის განცხადებით, უკრაინელი სამხედროების მიერ თავდაცვითი მიჯნების და პოზიციების შენარჩუნებას მნიშვნელოვნად შეუწყო ხელი აშშ-ის მიერ ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემების, HIMARS-ის დროულად მიწოდებამ და მოწინააღმდეგის მართვის პუნქტებსა და საბრძოლო მასალების და საწვავის საცავებზე დამიზნებით დარტყმებმა.
ასევე ნახეთ უკრაინული მხარე აცხადებს, რომ ამერიკული HIMARS-ით ხერსონში გაანადგურეს რუსების პოზიციებიაშშ-მა უკრაინის შეიარაღებული ძალებისთვის მაღალი მობილობის საარტილერიო სარაკეტო სისტემების, HIMARS-ის მიწოდება რამდენიმე კვირის წინ დაიწყო.