Wizz Air-ი ქუთაისიდან ახალ რეისებს ამატებს, ზოგ ქვეყანაში კი ფრენის სიხშირეს ზრდის

ფოტო არქივიდან: Wizz Air-ის თვითმფრინავი ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში

დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია Wizz Air-ი, რომელიც ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან დაფრინავს, ახალ რეისებს ამატებს, ზოგ ქვეყანაში კი ფრენის სიხშირეს ზრდის. ინფორმაციას "საქართველოს აეროპორტების გაერთიანება" ავრცელებს. მასში აღნიშნულია, რომ პირველი აგვისტოდან განახლდება პირდაპირი, რეგულარული რეისები პარიზისა (საფრანგეთისა) და ტალინის (ესტონეთი) მიმართულებებით

  • ტალინი - კვირაში ორი რეისი;
  • პარიზი - კვირაში ერთი რეისი.

გარდა ამისა, ფრენის სიხშირე გაიზრდება: ათენის, ბერლინის, ბარსელონის, რიგის, დორტმუნდის, მემინგენის, მილანის, პრაღის, სალონიკის და ვროცლავის მიმართულებებით.

საქართველოს აეროპორტების გაერთიანების ინფორმაციით, 2022 წლის 5 თვეში Wizz Air-ი ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში ჯამურად 232 450 მგზავრს მოემსახურა.