საქართველოს პარლამენტის უპარტიო დეპუტატი თამარ კორძაია ამბობს, რომ ევროინტეგრაციის გზაზე ქვეყნის მოსახლეობას ფლაგმანის როლი აქვს. მან პარლამენტის ტრიბუნიდან მიმართა უმრავლესობის დეპუტატებს და გამოთქვა თავისი აზრი იმაზე, რატომ ვერ იღებს საქართველო ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსს.
"თქვენ დილიდან ცდილობთ გამრუდებული რეალობით ესაუბროთ ადამიანებს - დღეს განსაკუთრებით თვალშისაცემია... როდესაც ვლაპარაკობთ იმაზე, რომ მოლდოვას ბევრი რეფორმა აქვს განსახორციელებელი, უკრაინას სხვა რამის გამო ეკუთვნოდა, მარტივად უნდა ავუხსნათ ჩვენს მოსახლეობას, რატომ არ გვაქვს კანდიდატის სტატუსი - მოლდოვამ გადააგდო ოლიგარქი, უკრაინამ მიიღო ანტიოლიგარქიული კანონი, ჩვენ გვყავს ოლიგარქი. ერთადერთი მიზეზი, რის გამოც ვერ მივიღეთ კანდიდატის სტატუსი, არის ეს და ჩაგვიწერეს, რომ უნდა განვახორციელოთ დეოლიგარქიზაცია. ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი, რასაც თქვენ არ ეუბნებით ჩვენს მოქალაქეებს", - მიმართა თამარ კორძაიამ საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატებს.
მანვე აღნიშნა, რომ ევროკავშირმა საქართველოს მიმართ განსხვავებული მიდგომა გამოიჩინა და ქვეყანას შანსი მისცა, მოიპოვოს გაერთიანების წევრობის კანდიდატის სტატუსი.
"არ გვინდა ოლიგარქიული მმართველობა - თქვენ ეს გააჟღერეთ, მაგრამ არაფერს აკეთებთ. პირველი ოლიგარქი, რომელზეც გვითხრეს, რომ არის ამ ქვეყანაში, არის რუსი ოლიგარქი ბიძინა ივანიშვილი. დავიწყოთ ერთად მუშაობა ანტიოლიგარქიულ კანონზე ისე, რომ ვერც ბიძინა ივანიშვილმა, ვერც [დავით] კეზერაშვილმა და ვინც გინდათ, პეტრე იქნება თუ პავლე, ვერ ჩაიგდოს ამ ქვეყანაში ძალაუფლება", - აღნიშნა კორძაიამ.
17 ივნისს ცნობილი გახდა ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე საქართველოსთან, უკრაინასა და მოლდოვასთან დაკავშირებით ევროკომისიის რეკომენდაციების შესახებ. ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების ლიდერთა საბჭოსადმი ევროკომისიის რეკომენდაციაა, რომ უკრაინასა და მოლდოვას ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი მისცენ სავალდებულოდ შესასრულებელი პირობებით, ხოლო საქართველომ ჯერ კონკრეტული პირობები შეასრულოს და ამის მიხედვით გადაწყდეს მისთვის სტატუსის მინიჭების საკითხი. კანდიდატის სტატუსის შესახებ საბოლოო გადაწყვეტილებას ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების ლიდერები ბრიუსელში, 23-24 ივნისს დაგეგმილ სამიტზე მიიღებენ.
ასევე ნახეთ ევროკომისია: საქართველოს პირობები კანდიდატის სტატუსის მისაღებად, უკრაინას და მოლდოვას ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი პირობებითევროკომისიის რეკომენდაციით, საქართველოს კანდიდატის სტატუსის მოსაპოვებლად 12 მოთხოვნის შესრულება მოუწევს, მათ შორის ერთ-ერთი დეოლიგარქიზაციას შეეხება.
ასევე ნახეთ ევროკომისიის 12 მოთხოვნა მოკლედ - რა უნდა გააკეთოს საქართველომ, EU-ს კანდიდატის სტატუსის მისაღებადმმართველ პარტიაში ამბობენ, რომ ოლიგარქები არიან ტელეკომპანია "ფორმულის" ერთ-ერთი მეწილე დავით კეზერაშვილი და პატიმრობაში მყოფი საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი და არა მათი პარტიის დამფუძნებელი ბიძინა ივანიშვილი.
ასევე ნახეთ სარჯველაძე: პრიმიტიულად ნურავინ იტყვის, რომ რახან ივანიშვილს ფული აქვს, ოლიგარქია ასევე ნახეთ კობახიძის თქმით, დეოლიგარქიზაციისკენ ნაბიჯი სააკაშვილის დაჭერით უკვე გადაიდგა ასევე ნახეთ ღარიბაშვილი: "ქართული ოცნების" და ივანიშვილის დამსახურებაა ევროინტეგრაციის მიღწევებიოლიგარქია, ("ოლიგონ“ — ცოტა და „არქე“ — ძალაუფლება) ბერძნული სიტყვაა და კლასიკური გაგებით, პირთა მცირერიცხოვანი ჯგუფის ძალაუფლებასა და მათ პოლიტიკურ-ეკონომიკურ ბატონობას ნიშნავს. ეს ჯგუფი ძალაუფლებას საკუთარი, ვიწრო ინტერესებისთვის იყენებს. კემბრიჯის ლექსიკონის განმარტებით კი ოლიგარქი უაღრესად მდიდარი და ძალაუფლების მქონე ადამიანია, განსაკუთრებით რუსეთიდან, რომელიც საბჭოთა კავშირის დასასრულის შემდეგ გამდიდრდა.