მმართველი პარტიის, "ქართული ოცნების" თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე არ იწონებს საქართველოს პრეზიდენტის გადაწყვეტილებას თბილისში ევროინტეგრაციის მხარდასაჭერი აქციის გამართვის შესახებ. მან ამ აქციას "არასერიოზული ინიციატივა" უწოდა.
"ამ აქციის კონტექსტში საქართველოს პრეზიდენტმა მოგვიწოდა ერთიანობისკენ "ომის პარტიასთნ", რომელსაც მან თავად უწოდა რადიკალური ოპოზიცია, რომელიც თავადვე სახელმწიფოს წინააღმდეგ კამპანიაში ამხილა, რაც, რბილად რომ ვთქვათ, არასერიოზულია.
ყველამ ძალიან კარგად იცის, მათ შორის ევროპაში, რომ საქართველოს ევროინტეგრაციას მოსახლეობის 85 პროცენტი უჭერს მხარს და ამ ფაქტობრივ მოცემულობას ხვალინდელი მოუმზადებელი აქცია მხოლოდ დააკნინებს.
გარდა ამისა, ევროკავშირმა გადაწყვეტილება უნდა მიიღოს სამართლიანობის პრინციპით, საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვის მიღწევების საფუძველზე - სამართლიან პირობებში კი, საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას ალტერნატივა არ აქვს", - თქვა კობახიძემ.
ასევე ნახეთ კობახიძე: ზურაბიშვილის ბრიფინგი კანდიდატობის მიღების წინააღმდეგ იყო მიმართულისაქართველოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის გადაწყვეტილების მიღებამდე თბილისში ორი აქცია ჩაინიშნა, 16 და 20 ივნისს. 20 ივნისის აქციის ორგანიზატორია სამოქალაქო მოძრაობა "სირცხვილია". გუშინ, 14 ივნისს, საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა მათ შეკრების გადადებისკენ მოუწოდა, მოქალაქეებს და მათ შორის პოლიტიკოსებს კი სთხოვა, 16 ივნისს ევროპის მოედანზე მივიდნენ.
ასევე ნახეთ ზურაბიშვილი საზოგადოებას 16 ივნისს ევროპის მოედნიდან რიყემდე შეკრებას სთავაზობს