Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კობახიძე: ზურაბიშვილის ბრიფინგი კანდიდატობის მიღების წინააღმდეგ იყო მიმართული


ფოტო არქივიდან: ირაკლი კობახიძე და სალომე ზურაბიშვილი
ფოტო არქივიდან: ირაკლი კობახიძე და სალომე ზურაბიშვილი

მმართველი პარტიის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე საქართველოს პრეზიდენტს ქვეყნის ევროინტეგრაციის წინააღმდეგ მიმართულ განცხადებებში ადანაშაულებს. სალომე ზურაბიშვილს ირაკლი კობახიძე "ქართულ ოცნების" ცენტრალურ ოფისში გამართულ ბრიფინგზე გამოეხმაურა.

ირაკლი კობახიძის თქმით, რომ არა პრეზიდენტის ინსტიტუტის პატივისცემა, სალომე ზურაბიშვილის მიერ გაკეთებულ განცხადებებს პასუხს არ გასცემდნენ.

"სამწუხაროდ, სალომე ზურაბიშვილის გუშინდელი ბრიფინგი პირდაპირ მიმართული იყო საქართველოს მიერ ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მიღების წინააღმდეგ. ერთი მხრივ, სალომე ზურაბიშვილი ამბობს, რომ რადიკალური ოპოზიცია ბრიუსელში სახელმწიფოს წინააღმდეგ მოქმედებდა, მეორე მხრივ, საჯაროდ თვითონ იმეორებს იმ სიცრუეს, რაზეც "ნაციონალური მოძრაობისა" და მისი სატელიტების ანტისახელმწიფოებრივი კამპანიაა აგებული", - თქვა ირაკლი კობახიძემ.

"ქართული ოცნების" თავმჯდომარე ამბობს, რომ სალომე ზურაბიშვილი რადიკალური ოპოზიციის "მესიჯბოქსში" ჩაჯდა.

"სალომე ზურაბიშვილმა ვერ წარმოადგინა ვერცერთი არგუმენტი ე.წ. დემოკრატიული უკუსვლის შესახებ "ნაციონალური მოძრაობისა" და მისი სატელიტების მესიჯის გასამყარებლად. დემოკრატიული უკუსვლა არის აღქმა, რომლის უკანაც არავითარი ფაქტი არ დგას", - თქვა კობახიძემ.

მასალა განახლდება

XS
SM
MD
LG