წულუკიანი პრეზიდენტზე: მთავარია გაიაზროს, რომ სიმბოლური ფუნქცია აქვს

კულტურის მინისტრი, თეა ქულუკიანი

საქართველოს კულტურის მინისტრის, თეა წულუკიანის თქმით, საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა უნდა "გაიაზროს", რომ მას კონსტიტუციით ქვეყანაში აქვს სიმბოლური როლი. ასე უპასუხა მან ჟურნალისტების შეკითხვას, რომლებიც სთხოვდნენ შეეფასებინა პრეზიდენტის ის კომენტარი, რომელშიც მან თქვა, რომ ევროინტეგრაციის პროცესში მთავრობა უმოქმედოა.

ასევე ნახეთ ღარიბაშვილი: ქალბატონი სალომე იმეორებს ოპოზიციის, მტრების განცხადებებს

"საქართველოს მთავრობა არის კონსტიტუციით პასუხისმგებელი საგარეო პოლიტიკაზე ჩვენს ქვეყანაში, ხოლო პრეზიდენტს ეს მრავალჯერ განუმარტა ჩემთან ერთად ბევრმა სხვა ადამიანმაც, აქვს კონსტიტუციით სიმბოლური ფუნქცია. სიმბოლური ფუნქცია არ ნიშნავს ფუნქციის უქონლობას. სწორედ სიმბოლოები არის ხოლმე ჩვენი ერის ცხოვრებაში ხშირად გადამწყვეტი და მნიშვნელოვანი. მთავარია, რომ მოცემულმა სიმბოლომ კარგად გაიაზროს, რას ნიშნავს, იყო სიმბოლო, რას ნიშნავს, გქონდეს სიმბოლური როლი და რას ნიშნავს, იყო ხელისუფლების სამი სხვა შტოს შუაგულში, იმისათვის, რომ მოიპოვო ქართველი ერის ნდობა. ქართველი ერის ნდობის მოპოვება არ არის ადვილი, ამას სჭირდება შრომა, რა თქმა უნდა, პრეზიდენტმაც ბევრი უნდა იშრომოს, როგორც ჩვენ, რომ ჰქონდეს და შეინარჩუნოს ნდობა", - თქვა წულუკიანმა.

გუშინ, 10 ივნისს საქართველოს პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ევროინტეგრაციის პროცესში მთავრობა უმოქმედოა.

"მე მინდოდა ჩასვლა საფრანგეთში, პოლონეთში და კიდევაც უკრაინაშიც, რომლის მადლიერიც უნდა ვიყოთ, რადგან არ იქნებოდა ეს დაჩქარების პროცესი. მაგრამ მივიღე კიდევ ერთი უარი ამ მოგზაურობაზე.

მე თვითონაც ამ უარის შემდეგ, რადგან მითხრეს, რომ თურმე მთავრობამ ყველაფერი უკვე გააკეთა ჩვენი კანდიდატურის მხარდასაჭერად და აღარ იყო საჭირო ზედმეტი აქტიურობა, მე თვითონაც ჩავთვალე, რომ ალბათ, არ არის მიზანშეწონილი, ეს არ არის საქმე, სადაც მე შემიძლია მარტომ გადავარჩინო მთლიანად მთავრობის უმოქმედობა", - თქვა მან.

ასევე ნახეთ სალომე ზურაბიშვილი: არ შემიძლია მარტომ გადავარჩინო მთლიანად მთავრობის უმოქმედობა