მმართველი პარტიის, "ქართული ოცნების", დამფუძნებლისა და საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ბიძინა ივანიშვილის, ადვოკატი ვიქტორ ყიფიანი ამბობს, რომ თუ სანქცირებაზე საუბარი ყოველგვარი მტკიცებულებების გარეშე გაგრძელდება, შესაძლოა, თავად ბიძინა ივანიშვილმა გააკეთოს საჯარო განმარტებები. ამის შესახებ ადვოკატმა "იმედის" ეთერში ისაუბრა.
ასევე ნახეთ ბიძინა ივანიშვილის ადვოკატი: 4 მარტიდან ვართ ფაქტობრივი სანქციების პირობებში"ჩვენ არ გვაპირისპირებენ, სამწუხაროდ, ისეთ წონად არგუმენტებს და ფაქტებს, რომ კვალიფიციური და არგუმენტირებული პასუხი გავცეთ. ამიტომ ეს არის თითიდან გამოწოვილი...
შესაძლებელია, თუ ეს პროცესები ასე განვითარდა, არ დაეყრდნო არანაირ საფუძველს და მტკიცებულებებს, ბატონმა ივანიშვილმა თვითონ განმარტოს, რა არის რეალური მიზეზები, რა არის რეალური მოტივაცია ამა თუ იმ მოქმედების უკან. თუ ამის ჯერი იქნა, ამის საჭიროება დადგა, გამოვა საჯაროდ და დამატებითი განმარტებები გაკეთება", - ამბობს ვიქტორ ყიფიანი.
ევროპარლამენტის მიერ საქართველოში მედიის თავისუფლების დარღვევების შესახებ მიღებულ რეზოლუციაზე საუბრისას მან თქვა, რომ დღეს პირიქით, "მედია თავაშვებულობაა".
"ჩვენი ვარაუდი არის, რომ ამ პროცესების [ივანიშვილის შესაძლო სანქცირების] ახსნა უფრო ღრმაა და გარკვეულწილად უკავშირდება რეგიონში მიმდინარე პროცესებს, მაგრამ არ ვუსწრებთ მოვლენებს", - ამბობს ივანიშვილის ადვოკატი.
ბიძინა ივანიშვილისთვის პრობლემების შექმნის მიზეზებზე პირველად მედიასთან "ქართული ოცნების" მოქმედმა თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ 10 მაისს ისაუბრა. მან თქვა, რომ ეს შეიძლება ყოფილიყო უკრაინაში მიმდინარე ომში საქართველოს ჩართვის მცდელობა.
ასევე ნახეთ კობახიძე ივანიშვილის ბანკთან დავაზე: ადგილი აქვს "კოორდინირებულ ქმედებებს", მიზანი შესაძლოა, ომში ჩართვა იყოს9 ივნისს ევროპარლამენტმა კენჭი უყარა რეზოლუციას საქართველოში მედიის თავისუფლების დარღვევებისა და ჟურნალისტების უსაფრთხოების გამოწვევების შესახებ. დოკუმენტი მოიცავს საქართველოს ყოფილ პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილისთვის მიზანმიმართული სანქციების დაწესების განხილვისკენ მოწოდებას, რადგან აღნიშნულია, რომ ივანიშვილი თამაშობს "დესტრუქციულ როლს" ქართულ პოლიტიკასა და ეკონომიკაში და აქვს გავლენა "ჟურნალისტებისა და პოლიტიკური ოპონენტების პოლიტიკურად მოტივირებულ დევნასთან დაკავშირებით".
რეზოლუციის შეფასებისას "ქართული ოცნების" მოქმედმა თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ თქვა, რომ "ევროკავშირი ფეიკის მსხვერპლია".
"რეზოლუციას, რომელიც ქართული დემოკრატიისა და მედიის თავისუფლების მტრების - სააკაშვილისა და გვარამიას გათავისუფლებისკენ მოგვიწოდებს და ბიძინა ივანიშვილს, რომელიც დღეს პოლიტიკიდან სრულად არის დისტანცირებული და რომელმაც ქართველ ხალხს 2012 წელს დემოკრატია, მედიის თავისუფლება და მედიაპლურალიზმი დაუბრუნა, ქართული დემოკრატიის ლამის მთავარ პრობლემად აცხადებს და მის სანქცირებას ითხოვს, არაფერი აქვს საერთო ევროპულ ღირებულებებთან და ასეთ რეზოლუციას, პირდაპირ ვიტყვით, ჩალის ფასი აქვს", - თქვა ირაკლი კობახიძემ.
ასევე ნახეთ ირაკლი კობახიძე: საქართველოზე ევროპარლამენტის რეზოლუცია "ფეიკების" შედეგია, ჩალის ფასი აქვს