კლინიკა "ვივამედი", რომელშიც ყოფილი პრეზიდენტი, პატიმარი მიხეილ სააკაშვილი 12 მაისის შემდეგ არის განთავსებული, განცხადებას ავრცელებს მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ. კლინიკის მტკიცებით, საავადმყოფოში ყოფნის პერიოდში მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა არ დამძიმებულა, ლაბორატორიული მონაცემები კი სტაბილურ დინამიკას აჩვენებს.
"საკვების არასრულფასოვანი მიღების შედეგად, შესაძლო გართულებების თავიდან აცილების მიზნით, პაციენტს უგრძელდება ლაბორატორიული მონიტორინგი, კონსულტირებულია სხვადასხვა პროფილის ექიმ-სპეციალისტის მიერ, ჩატარებული აქვს მრავალი ინსტრუმენტული (მათ შორის, მაგნიურ-რეზონანსული ტომოგრაფია) კვლევა. კვლევების დროში გახანგრძლივება პირდაპირ კავშირში იყო პროცედურულ საკითხებთან, რაც გულისხმობს პაციენტისგან ნებართვის აღებას, თანაც ლაბორატორიული მონაცემები „ლოდინის“ საშუალებას გვაძლევდა.
ლაბორატორიული მონაცემები დინამიკაში სტაბილურია, ნაწილი ინსტრუმენტული გამოკვლევების შედეგები - უარყოფითი დინამიკის გარეშეა. მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფიაზე ნანახი ცვლილებები - ხანდაზმულია, არ არის კავშირში პაციენტის ამჟამინდელ მდგომარეობასთან და არ საჭიროებს აქტიურ სამედიცინო ჩარევას, რეკომენდირებულია დინამიკაში დაკვირვება", - ნათქვამია კლინიკის განცხადებაში.
"ვივამედი" ექიმებზე ზეწოლად მიიჩნევს საუბრებს იმის შესახებ, რომ ვერ ხდება მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობის დიაგნოსტირება ან კლინიკა ვერ მართავს პაციენტს სათანადოდ. განცხადებაში ნათქვამია, რომ ასეთი "ბრალდებები აბსურდული და შეურაცხმყოფელია."
დღეს, 24 მაისს, "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრმა ეკა ხერხეულიძემ მედიასთან წაიკითხა მიხეილ სააკაშვილის წერილი, რომელშიც ექსპრეზიდენტი საუბრობდა ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობაზე და ტრავმაზე ზურგის არეში, რომელიც, მისი თქმით, სავარაუდოდ, გლდანის ციხის კლინიკაში ძალადობრივად გადაყვანის დროს აქვს მიღებული.
ასევე ნახეთ სააკაშვილი: ხერხემალზე დამიდგინეს ტრავმა, რომელიც, დიდი ალბათობით, მივიღე გლდანში, ძალის გამოყენებით გადაყვანისასმიხეილ სააკაშვილი 12 მაისიდან კლინიკა „ვივამედში“ იმყოფება, სადაც შესვლის უფლება, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესაფასებლად, ამ დრომდე არ ეძლევათ დამოუკიდებელ ექსპერტებს. ოჯახი და გუნდის წევრები სააკაშვილის სამკურნალოდ საზღვარგარეთ გაგზავნას ითხოვენ. მმართველი პარტიის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ დღეს, 24 მაისს, თქვა, რომ "ვერავითარი სიმულაცია და თვითდაზიანება ვერ გახდება [სააკაშვილის საზღვარგარეთ] გადაყვანის და ა.შ საფუძველი."
ასევე ნახეთ მდინარაძე: ვფიქრობ, სააკაშვილი კლინიკაში დაზღვევის მიზნითაა, რომ რამე არ მოსწიოს თავის თავს