"აზოვის" მებრძოლები კვლავ გამოვიდნენ კავშირზე ალყაშემორტყმული "აზოვსტალიდან"

სვიატოსლავ პალამარი, მეტსახელად "კალინა"

პოლკ "აზოვის" მეთაურის მოადგილემ, სვიატოსლავ პალამარმა განაცხადა, რომ დანაყოფის მეთაურები და ის 19 მაისის მდგომარეობით, აზოვსტალის ქარხნის ტერიტორიაზე იმყოფებიან.

"დღეს (19 მაისი, რედ.) ომის 85-ე დღეა. მე და მეთაურები "აზოვსტალის" ქარხნის ტერიტორიაზე ვიმყოფებით. მიმდინარეობს გარკვეული ოპერაცია, რომლის დეტალებს არ გამოვაცხადებ. მადლობა მთელ მსოფლიოს, მადლობა უკრაინას. შევხვდებით", - აცხადებს პალამარი ვიდეომიმართვაში.

  • რუსეთის თავდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ გასული დღე-ღამის განმავლობაში, რუს სამხედროებს „ტყვედ ჩაბარდა“ „აზოვსტალში“ მყოფი 771 „ბოევიკი“.
  • ამავე წყაროს ცნობებოთ, 16 მაისის შემდეგ კომბინატის შენობიდან გამოსული სამხედროების საერთო რიცხვი 1730-ს შეადგენს და მათ შორის - 80 დაჭრილია.
  • 16 მაისს, როდესაც „აზოვსტალიდან“ სამხედროების გაყვანის პროცესი დაიწყო, უკრაინის თავდაცვის სამინისტროს გენერალურ შტაბში განაცხადა, რომ დაჭრილი სამხედროები გადაიყვანეს ქალაქ ნოვოაზოვსკის სამედიცინო დაწესებულებაში; ხოლო სხვა სამხედროები - სოფელ ოლენივკაში და ისინი ტყვეთა გაცვლის მექანიზმებით დაბრუნდებიან უკრაინაში.