სირცხვილიას აქტივისტი, გიორგი მჟავანაძე, რომელიც 17 მაისს პოლიციელისადმი დაუმორჩილებლობის გამო დააკავეს გლდანი-ნაძალადევის მე-9 განყოფილებაში, მისი დაკავების ამბავს ვრცლად ყვება ფეისბუკის პირად გვერდზე. "სირცხვილიამ" 17 მაისსვე გაავრცელა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ მჟავანაძეს პოლიციის განყოფილებაში ხელზე ბორკიდებდადებულს სცემეს. თავად მჟავანაძე 19 მაისს გამოქვეყნებულ პოსტში დეტალურად აღწერს, როგორ გახდა საჯარიმო ქვითრის ჩასაბარებლად მისული პოლიციის განყოფილებაში სამართალდამცველების მხრიდან სიტყიერი და ფიზიკური ძალადობის მსხვერპლი და როგორ ემუქრებოდნენ მას ანგარიშსწორებით პოლიციელები, "თუ არ გაჩუმდებოდა".
გიორგი მჟავანაძე 17 მაისს პოლიციის სამმართველოში 7 მარტს უკრაინის მხარდამჭერ აქციაზე დაკავების შემდეგ გამოწერილი სასამართლოს გადაწყვეტილებისა და საჯარიმო ქვითრის ჩასაბარებლად მივიდა მას შემდეგ, რაც ერთ-ერთმა პოლიციელმა დაურეკა და დაიბარა. მისი თქმით, ის სამმართველოში დღის 5 საათზე მივიდა შორტებსა და მწვანე მაისურში ჩაცმული თავზე ქუდით. ადგილზე არ დახვდა პოლიციელი, რომელმაც დაიბარა და რომლის სახელი და გვარიც არ ახსოვდა და ამიტომ მოქალაქეებისთვის განკუთვნილ მოსაცდელ სკამზე გადაწყვიტა დალოდებოდა პოლიციის შენობაში.
"მომიახლოვდა მორიგე პოლიციელი ანზორ გულია, რომელმაც თავიდანვე ამრეზით შემათვალიერა - ორჯერ ამხედ დამხედა. ვიგრძენი, რაღაც არ მოეწონა, ალბათ ჩემი ჩაცმულობა - თბილი ამინდი იყო, შორტები მეცვა, მწვანე მაისური და ფეხსაცმელი, კეპი მეხურა და მზის სათვალე მეკეთა. აშკარად უცხო სხეული ვიყავი შავებში გამოწყობილი პოლიციელებისთვის.
მეკითხება: „აქ რატომ დაჯექი?“, - ავუხსენი, ველოდები პოლიციელს, თვითონ დამიბარა, წერილი უნდა ჩამბარდეს, ესე მითხრა შედი და დამელოდეო და აქ ჩამოვჯექი-მეთქი. ვერ მოვაწონე თავი და უკმაყოფილოდ მეკითხება ისევ:
- ვინ დაგიბარა?
- არ ვიცი ვიღაც პოლოციელმა დამირეკა.
- პოლიციელი შენი „ვიღაც“ არის? - უკვე აგრესიულად მპასუხობს.
- არ ვიცი სახელი და გვარი, ტელეფონის ნომერი მაქვს მხოლოდ და შემიძლია გაჩვენოთ.
- ადექი და გადი დროზე, გარეთ დაელოდე? - ხმის ტონს უწევს და მტუქსავს, ამასობაში სეირის მაყურებელი თანამშრომლები გვიახლოვდებიან.
- გარეთ რატომ დაველოდო? თვითონვე მითხრა რომ აქ მომეცადა და გარდა ამისა მოქალაქე ვარ, თქვენ არ გეკუთვნით მხოლოდ ეს შენობა, ხალხისაა და მაქვს უფლება აქ დაველოდო-მეთქი, - უკვე მეც გავღიზიანდი ისე მაგდებდა, პოლიცის განყოფილებიდან, პრინციპის ამბავიც გახდა რომ ესე ძაღლივით არ გავეგდე გარეთ.
- ტელეფონით აქ არ შეიძლება ყოფნა, - ახალი მიზეზი მოიგონა, ხელში ტელეფონი მეჭირა, შესვლის წინ რადგან დავურეკე პოლიციელს.
- შევინახავ ჯიბეში და დაველოდები, - ვეუბნები.
- არა, არ შეიძლება მობილური აქ საერთოდ, გადი გარეთ, - მპსუხობს.
- კარგი, ჩაგაბარებთ რამე საცავი თუ გაქვთ და ისე დაველოდები, - ვპასუხობ.
მარცხნივ პოლიციის უფროსის მოადგილის კაბინეტი იყო, დავით კანკავა, რომელიც გამოვიდა და ახლა მძიმე არტილერია ჩაერთო ჩემთან კაჩაობაში. გაშლილ ხელს მიტრიალებს ცხვირთან, დამამცირებლად, როგორც ქუჩაში გინახავთ, ან არ გინახავთ. გაუნძრევლად ვზივარ სკამზე. მეუბნება, რომ უზრდელი ვარ, „ვიღაც“ როგორ ვთქვი პოლიციელზე და გარდა ამისა, პოლიციელი, რომ მეუბნება გარეთ გავიდე, რატომ არ გადიხარო.
კვლავ ვუპასუხე იგივე, რაც წინა პოლიციელს და ვკითხე რატომ უნდა გავიდე-მეთქი. იმიტომ რომ: „აქ არაფერში მჭირდები“, - მპასუხობს. თითქოს მე რამეში მჭირდებოდა იქ ყოფნა." - წერს მჟავანაძე. ამის შემდეგ ის, მისი მონათხრობის მიხედვით, პოლიციის შენობიდან ძალის გამოყენებით გაიყვანეს, გარეთ კი ბორკილები დაადეს და უკან შეიყვანეს ისევ ძალის გამოყენებით. პოლიციის შენობაში მჟავანაძის თქმით, მას არაერთხელ გაარტყეს პოლიციელებმა სახეში და თავის არეში. ასევე აყენებდნენ სიტყვიერ შეურაცხყოფას და ეუბნებოდნენ, რომ ამის მერე ეცოდინება, პოლიციელზე "ვიღაც" რომ არ უნდა თქვას.
ასევე ნახეთ „სირცხვილიას“ წევრებმა აქცია გამართეს პოლიციის სამმართველოსთან, სადაც, მათი თქმით, გიორგი მჟავანაძეს ბორკილდადებულს სცემეს"ტკივილზე მეტად, შოკი მქონდა, რომ ესე ბნელოდა ამ ნათელ დღეს პოლიციაში. რომ იჯერეს გული რტყმით, შემდეგ უბრალოდ გინება და მუქარა განაგრძეს. ავწიე თავი ზემოთ და ეგრევე კამერებს დავუწყე ძებნა, ამის გამო ხომ ყველა უნდა დაიჭირონ-მეთქი. გამიკვირდა, რომ ვერ შევნიშნე ჩემს თავზე კამერები, არადა პოლიციის განყოფილების მიმღებში ვზივარ. ვიფიქრე ალბათ იციან აქ კამერა არ უღებთ და იმიტომ გაბედეს-მეთქი.
ერთხელაც კი არ მიმიყენებია საპასუხოდ რაიმე სახის სიტყვიერი შეურაცხყოფა. ერთადერთი რასაც ვაკეთებდი, არ გავჩერებულვარ, მუდმივარ ვუმეორებდი რომ მოძალადეები და სისიხლის სამართლის დამნაშავეები იყვნენ. ვუხსნიდი ყველაფერს, რომ სულ უზრდელობა რომ გამომეჩინა, რაც თქვენ ჩაიდინეთ დანაშაულია-მეთქი. ეს მსუყე მუდმივად მემუქრებოდა, რომ კიდევ გცემთო და არ გავჩერდი და ბოლოს ამბობს, ეს გიჟია მემგონი აზრი არ აქვსო. ოქმი სასამართლოში ვნახე და მიწერია, რომ მონებს ვუწოდებდი, ვაგინებდი და უწიგნურებსა და გაუნათლებლებს ვეძახდი. არცერთი სიტყვა და ფრაზა არ გამომიყენებია. უბრალოდ მგონია, რომ ჩემი საუბრიდან თავად გააკეთეს შეუცნობლად დასკვნა, რომ უწიგნურები და გაუნათლებლები არიან" - წერს მჟავანაძე. ის იხსენებს ერთ-ერთ პოლიციელს, რომელმაც უთხრა, „მე რომ მიყურებ, 14 წელია აქ ვმუშაობ, შენნაირებს ყლეზე ვიხევ, მე ქურდიც ვარ, ძველი ბიჭიც და პოლიციელიცო.“იგივე პოლიციელი მისი თქმით, ემუქრებოდა განყოფილების სარდაფში ჩაყვანით და გაუპატიურებით, ასევე თმის გადაპარსვით თავსა და სასქესო ორგანოს სიახლოვეს.
მჟავანაძის მტკიცებით, მას დასცინოდნენ ფერადი ტანსაცმლის გამო, არ მისცეს ადვოკატთან დარეკვის საშუალება და ერთ საათზე მეტი დაჭირდა იმისთვის, რომ მიეღო ძმასთან დარეკვის უფლება, რომელსაც თხოვდა მისი შვილის გამოყვანას ბაღიდან.
"უამრავი სიტყვიერი შეურაცყოფა მომაყენეს დასამცირებლად, რის მოყოლასაც აზრი არ აქვს, ცდილობდნენ თავი გამოეჩინათ საკუთარი ფანტაზიით. მემუქრებოდნენ, რომ ფორმის გარეშე მნახავდნენ და „დედას მომი**ნავდნენ“, შენი საცხოვრებელიც ვიცით და ადვილად გიპოვით, ვერსად დაგვემალებიო. კაი ჩემო ძმაო-მეთქი, თუ ეგეთი გადაწყვეტილი გაქვთ, რა გაეწყობა...
მოიყვანეს ყველაზე ახალგაზრდა, დაბნეული, მორიდებული, ერთი შეხედვით ყველაზე შტერი პოლიციის თანამშრომელი, რომელსაც თავზე მეორე, „გამოცდილი“ თანამშრომელი ედგა და კარნახობდა ოქმში რა უნდა ჩაეწერა. ოქმი რომ ვნახე, სულ 4 წინადადება წერია ზედ, საათნახევარი რას ადგენდნენ ვერც ვხვდები. ოქმის შემდეგნი თანაშრომელი ჯონი სამხარაძე, საერთოდ არ მონაწილეობდა ჩემს დაკავებაში, თუმცა მას დაევალა „რატომღაც“ ოქმის შედგენა. რომ წერდა ვუთხარი ცრუ მოწმედ გიყენებენ, მოგიწევს სასამართლოში მოსვლა და ცრუ ჩვენების მიცემა და სისხლის სამართლის დანაშაულია მეთქი ეგ. შეცბა უცბად ზემოთ აიხედა, კამერები გადაამოწმა, რომ არაფერი იყო მშვიდად გააგრძელა კარნახის წერა. ამაზე მსუყემ [ასე იხსენიებს მჟავანაძე ერთ-ერთ პოლიციელს. რთ] ჩაიცინა: „ბიჭო უყურებთ ამ კრისას, რა დედამოტყნულია?“ - იხსენებს მჟავანაძე.
ასევე ნახეთ ვერც წყალს დალევ, ვერც დარეკავ, ვერც ხელბორკილს მოიხსნი - როგორ ექცევა პოლიცია აქციებზე დაკავებულებსამ საქმეს იძიებს სპეციალური საგამოძიებო სამსახური. გამოძიება სისხლის სამართლის 333-ე მუხლის მესამე ნაწილის ბ ქვეპუნტქით მიმდინარეობს, რაც სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებას გულისხმობს ძალადობით ან იარაღის გამოყენებით. როგორც სამსახურში უთხრეს რადიო თავისუფლებას, ამ საქმეზე აქტიურად მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.
შინაგან საქმეთა სამინისტროში მჟავანაძის შემთხვევაზე კომენტარს არ აკეთებენ.
ასევე ნახეთ პოლიციის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაში წელს 244 121 ლარი დაიხარჯებამჟავანაძის სასამართლო პროცესი დაკავებიდან მეორე დღეს, 18 მაისს, დღის მეორე ნახევარში გაიმართა საქალაქო სასამართლოში - დროის სიმცირის გამო საქმის განხილვა 1 ივნისს გადაიდო.
ასევე ნახეთ აქტივისტის გზამკვლევი - რა უნდა იცოდე, თუ პოლიცია გაკავებს