„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ გენერალურმა მდივანმა პეტრე ცისკარიშვილმა პარტიის სახელით საგანგებო განცხადება გააკეთა, სავარაუდოდ, ბიძინა ივანიშვილსა და ვლადიმირ ევტუშენკოვს შორის საუბრის აუდიოჩანაწერის შესახებ. მისი ავთენტურობა დადგენილი არ არის.
„თურქული „ბაირახტარის“ პირდაპირი კონკურენტის მწარმოებელი კომპანიის ხელმძღვანელია ევტუშენკოვი. ამ პიროვნებასთან ჰქონდა თვე-ნახევრის წინ ბიძინა ივანიშვილს საქმიანი მოლაპარაკება“, - განაცხადა პეტრე ცისკარიშვილმა.
პოლიტიკოსი იხსენებს უკრაინის თავდაცვის სამინისტროს სადაზვერვო სამსახურის განცხადებას იმის შესახებ, რომ რუსები აყალიბებენ სანქცირებული საქონლის კონტრაბანდის არხს, საქართველოს ტერიტორიის გავლით.
„ჩვენი ხელისუფლება მოითხოვდა „დაგვიმტკიცეთ, წარმოადგინეთ მტკიცებულება და ა.შ.“ როგორც ჩანს, უკრაინელ კოლეგებს უკვე იმ დროისთვის ჰქონდათ არსებული ინფორმაცია [აუდიოჩანაწერები] ხელთ და მათ ძალიან კარგად იციან, რას ნიშნავს Зерно. როდესაც ამის შესახებ არის საუბარი, აქ არ იგულისხმება არც ხორბალი და არც მარცვლეული - ეს არის ფული. აქ არის პირდაპირი მინიშნება ფულზე, დოლარებსა და რესურსებზე, - თქვა ცისკარიშვილმა და დაამატა, - აქედან გამომდინარე, თვე-ნახევრის განმავლობაში ჩვენ შეგვიძლია, ვივარაუდოთ, რომ ეს ინფორმაცია შესაბამისი დაზვერვითი სამსახურების მიერ გავრცელდა მას მერე, რაც შეიკრა მთელი ციკლი საინფორმაციო და ისევე, როგორც ჩვენმა უკრაინელმა პარტნიორებმა, ასევე დასავლეთმა ძალიან კარგად იციან სადამდე მივიდა ეს თანამშრომლობა. სადამდე მივიდა Зерно-სთან“ დაკავშირებული თანამშრომლობა ივანიშვილსა და ევტუშენკოვს შორის“.
„ნაციონალური მოძრაობა“ ბიძინა ივანიშვილისა და დავით ხიდაშელის წინააღმდეგ სანქციების დაწესებას მოითხოვს.
„აუცილებელია, როგორც დავით ხიდაშელზე, ასევე, ბიძინა ივანიშვილზე, ამ ქართული ეთნიკური წარმოშობის, მაგრამ შინაარსით რუსი ბიზნესმენების, რუსი ოლიგარქების მიმართ დაწესდეს სანქციები, იმისათვის, რომ ჩვენ მთლიანად საქართველო არ აღმოვჩნდეთ უფრო მეტ სირთულეში“, - თქვა ცისკარიშვილმა. მან აღნიშნა, რომ ამ რამდენიმე ადამიანის გამო საქართველო აღმოჩნდეს რკინის ფარდის ბნელ მხარეს.
უკრაინის უმაღლეს რადაში პრეზიდენტ ზელენსკის ფრაქციის, „ხალხის მსახურის" თავმჯდომარე დავით არახამია გამოეხმაურა Youtube-ზე გამოქვეყნებულ აუდიოჩანაწერს, რომელშიც, მომხმარებლის, Cyber Kmara-ს აღწერის თანახმად, სავარაუდოდ, „ქართული ოცნების" დამფუძნებელი ბიძინა ივანიშვილი ტელეფონით ესაუბრება, სავარაუდოდ, რუსული სააქციო-საფინანსო კორპორაცია „სისტემის“ დირექტორთა საბჭოს ყოფილ თავმჯდომარეს, ვლადიმირ ევტუშენკოვს [აუდიოჩანაწერის ავთენტურობა დაუდგენელია].
დავით არახამიამ ბიძინა ივანიშვილისთვის სანქციების დაწესებას მოითხოვა.
ასევე ნახეთ დავით არახამია ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ სანქციების დაწესებას მოითხოვსჩანაწერის თანახმად, ევტუშენკოვსა და ივანიშვილს ორჯერ შედგა საუბარი, 10 და 13 მარტს. პირველში საუბრის თემა ხორბალს (Зерно) ეხება, რომელშიც ევტუშენკოვი ამბობს, რომ აქვს იდეა, რომელსაც დავითი ჩამოიტანს. ამავე დროს, ევტუშენკოვი მის იმდროინდელ მოადგილესთან ალი უზდანოვთან შეხვედრის შესახებ ლაპარაკობს (ევტუშენკოვმა „სისტემის“ დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარის პოზიცია 15 აპრილს დატოვა).
მეორე ჩანაწერში ევტუშენკოვი ივანიშვილს სთხოვს მის წარმომადგენელთან შეხვედრას. ივანიშვილი კი ამბობს, რომ ის უკვე ხვდება პრემიერ-მინისტრს, რომელიც „ახალგაზრდაა და ყველაფერს მიხედავს", თავად კი ქალაქგარეთ არის და ცოტა მოუხერხებელია მასთან შეხვედრა, თუმცა საჭიროების შემთხვევაში ამისთვის მზად არის. საბოლოოდ, ჩანაწერის თანახმად, ივანიშვილი ევტუშენკოვს დათანხმდა მის წარმომადგენელთან შეხვედრაზე.
სავარაუდოდ, ევტუშენკოვსა და ივანიშვილს შორის საუბრის პირველ აუდიოჩანაწერში (რომელიც ასევე არ არის ავთენტური) მარტში გავრცელდა.
ვლადიმირ ევტუშენკოვი დიდმა ბრიტანეთმა სანქცირებულთა სიაში მიმდინარე თვეს შეიყვანა.
ასევე ნახეთ ბრიტანეთმა სანქციების სიაში შეიყვანა 206 ფიზიკური და იურიდიული პირი რუსეთიდან და ვიქტორ მედვედჩუკიკარტოგრაფების საქმის გამოძიების საწყის ეტაპზე დავით ხიდაშელზე და მის რუსულ კავშირებზე რადიო თავისუფლება წერდა. დავით ხიდაშელი ერთ-ერთია იმ ქართველ ბიზნესმენებს შორის, რომლებიც “პანამის დოკუმენტებში” მოხვდნენ. რაც შეეხება ბერძნულ სატელეკომუნიკაციო მოწყობილობების მწარმოებელ კომპანია INTRACOM S.A. TELECOM SOLUTIONS-ს, რომლის დირექტორთა საბჭოს პრეზიდენტიც ხიდაშელია, მისი აქციების 51%-ს რუსული საფინანსო-ინდუსტრიული ჯგუფი АФК “Система” ჩეხეთში დარეგისტრირებული ფირმის მეშვეობით ფლობს.