საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ მეჯვრისხევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული კახაბერ მერებაშვილი თავისუფალია.
სუს-ის განცხადების თანახმად, „უკანონო პატიმრობაში მყოფი კახაბერ მერებაშვილის გათავისუფლების პროცესში, აქტიურად გამოიყენებოდა როგორც „ცხელი ხაზის“ მექანიზმი, ასევე, ცენტრალური ხელისუფლების ხელთ არსებული სხვა ინსტრუმენტები".
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ოკუპირებულ რეგიონებსა და საოკუპაციო ხაზის გასწვრივ დესტრუქციულ ქმედებებზე სრული პასუხისმგებლობას აკისრებს საოკუპაციო რეჟიმს.
სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკის უშიშროების კომიტეტი ე.წ საზღვრის დამრღვევების სტატისტიკა 19 აპრილს გამოაქვეყნა. იმ დროის მონააცემებით, ცხინვალის ციხესა და წინასწარი დაკავების იზოლატორში საქართველოს 7 მოქალაქე იყო დარჩენილი.
ასევე ნახეთ დე ფაქტო უშიშროების კომიტეტი დაკავებების სტატისტიკას აქვეყნებს