უკრაინაში მყოფი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე ნიკა მელია და ამავე პარტიის დეპუტატები ეკა ხერხეულიძე და კობა ნაყოფია შეხვდნენ უკრაინის ხელისუფლების წარმომადგენლებს.
ოპოზიციურ პარტიასთან შეხვედრაში მონაწილეობდნენ უკრაინის უმაღლესი რადის თავმჯდომარე რუსლან სტეფანჩუკი, უმაღლეს რადაში პრეზიდენტ ზელენსკის ფრაქციის თავმჯდომარე დავით არახამია და უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ანდრეი ერმაკი.
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრებმა უარი განაცხადეს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის ხელმძღვანელობით დელეგაციის შემადგენლობაში ყოფნაზე.
პარლამენტიდან დელეგაცია უკრაინაში 15 აპრილს გაემგზავრა და ის შეხვდა რუსლან სტეფანჩუკს.
ქართულ მხარეს წარმოადგენდნენ: პარლამენტის ვიცე-სპიკერები დავით სერგეენკო, არჩილ თალაკვაძე, ბექა ოდიშარია და ლევან იოსელიანი. ასევე, „ლელოს“ წევრი ანა ნაცვლიშვილი, „გირჩის“ წევრი ვახტანგ მეგრელიშვილი, „რესპუბლიკელი“ ხათუნა სამნიძე და პარტია „საქართველოსთვის“ წევრი გიორგი ხოჯევანიშვილი.
ასევე ნახეთ სტეფანჩუკი: საქართველო არანაირად არ დაეხმარება რუსეთსსაპარლამენტო დელეგაცია უკრაინიდან 17 აპრილს დაბრუნდა. ქართულმა დელეგაციამ მოინახულა კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით მდებარე ქალაქ ბუჩაში რუსეთის ოკუპაციის შედეგები.