ბრიუსელში ნატოს საგარეო საქმეთა მინისტერიალის დაწყებამდე, მედიის შეკითხვებს ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა და უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა დმიტრო კულებამ უპასუხეს.
ნატოს გენერალური მდივანი მიესალმა დმიტრო კულებას ვიზიტს, მან ხაზი გაუსვა უკრაინის მთავრობისა და ხალხის თავდაუზოგავ ბრძოლას რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ და განაცხადა, რომ საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე უკრაინისთვის მეტი თავდაცვითი და ტანკსაწინააღმდეგო სისტემის, მსუბუქი და მძიმე შეიარაღების მიწოდების საკითხი განიხილება.
„რასაც თქვენ აკეთებთ ყოველდღე, ეწინააღმდეგებით რუსეთის აგრესიას, არის ის, რაც შთააგონებს მთელ მსოფლიოს“, - თქვა სტოლტენბერგმა.
მისი სიტყვებით, უკრაინის შემდგომი მხარდაჭერა, გადაუდებელი აუცილებლობაა:
„ნატოს საგარეო საქმეთა მინისტრებთან ჩვენი შეხვედრის შემდეგ, დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ გადავხედავთ მეტი საჰაერო თავდაცვის სისტემების, ტანკსაწინააღმდეგო იარაღის, მსუბუქი, ასევე მძიმე შეიარაღების და უკრაინისთვის მრავალი სხვადასხვა სახის მხარდაჭერის საჭიროებას. ნატოს, რა თქმა უნდა, ასევე აქვს პასუხისმგებლობა, დაიცვას ყველა თავისი მოკავშირე. უკრაინაში შეჭრის შემდეგ ჩვენ გავაძლიერეთ ჩვენი სამხედრო ყოფნა ალიანსის აღმოსავლეთ ნაწილში. ჩვენ ვაკვირდებით, ადგილი არ ჰქონდეს გაუგებრობას, მოსკოვში მცდარ გათვლებს ჩვენი მზაობის შესახებ მთელი ალიანსის დაცვის თაობაზე“, - განაცხადა იენს სტოლტენბერგმა.
ასევე ნახეთ სტოლტენბერგი: უკრაინაში ომმა შეიძლება თვეები, წლები გასტანოსუკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა დმიტრო კულებამ თქვა, რომ ბრიუსელში ნატოს საგარეო საქმეთა მინისტერიალზე მისი დღის წესრიგი მარტივია და სამი მოთხოვნისგან შედგება - ესაა „იარაღი, იარაღი, იარაღი“.
„დარწმუნებული ვართ, რომ საუკეთესო დახმარება უკრაინაში პუტინის შესაკავებლად და რუსული არმიის მიერ უკრაინის ნგრევის შესაჩერებლად, უკრაინის მისთვის აუცილებელი იარაღით უზრუნველყოფაა, რათა ომი არ გავრცელდეს უფრო შორს. უკანასკნელი თვეების და კვირების განმავლობაში უკრაინულმა არმიამ და მთელმა უკრაინელმა ხალხმა უჩვენა, რომ ჩვენ ბრძოლა შეგვიძლია, ვიცით, როგორ გავიმარჯვოთ. მაგრამ უკრაინის მიერ მოთხოვნილი მდგრადი და საკმარისი ყველა სახის შეიარაღების გარეშე, გამარჯვების ფონი იქნება უდიდესი მსხვერპლი. რაც მეტ იარაღს მივიღებთ, რაც უფრო სწრაფად ჩავა ის უკრაინაში, მით მეტი ადამიანის სიცოცხლე გადარჩება, ნაკლები ქალაქი და სოფელი დაინგრევა და აღარ იქნება მეტი ბუჩა“, - თქვა კულებამ
ასევე ნახეთ ზელენსკის რუსეთის ფედერაციისთვის დაწესებული სანქციები ეცოტავება - პოლიტიკოსებს მეტი გაბედულება მართებთმან დაამატა, რომ ნატოელი მოკავშირეების მხრიდან საკითხი ასე არ უნდა იყოს განხილული, უკრაინას თავდაცვითი შეიარაღება მიაწოდონ თუ თავდასხმითი, „რადგან ყოველი იარაღი, რომელიც უკრაინის ტერიტორიაზე, უკრაინული არმიის მიერ, უცხო აგრესორის წინააღმდეგ გამოიყენება, თავდაცვითია. ასე რომ, ამ განსხვავებას თავდაცვითსა და შეტევითს შორის არანაირი აზრი არ აქვს, როდესაც საქმე ეხება ჩემს ქვეყანაში არსებულ მდგომარეობას“, - თქვა კულებამ,
მანვე რევოლუციური უწოდა გერმანიის მთავრობის შეცვლილ გადაწყვეტილებას, არ მიეწოდებინა უკრაინისთვის ტანკსაწინააღმდეგო შეიარაღება.
"თუმცა, ცხადია, გერმანიას მეტის გაკეთება შეუძლია თავისი რეზერვების, რეზერვებისა და შესაძლებლობების გათვალისწინებით და ჩვენ ვმუშაობთ გერმანიის მთავრობასთან ჩვენთვის დახმარების უზრუნველსაყოფად“, - დაამატა დმიტრო კულებმამ.
ნატოს საგარეო საქმეთა მინისტერიალში, რომელზეც უკრაინაში შექმნილ მდგომარეობას განიხილავენ, მონაწილეობას მიიღებს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილიც. მინისტერიალზე განიხილება ნატოს 2030 წლის კონცეფცია, რუსეთის უკრაინაში შეჭრით ევროპაში შეცვლილი უსაფრთხოების არქიტექტურა და ასპირანტი ქვეყნებისთვის მხარდაჭერის კონკრეტული ნაბიჯები.