Accessibility links

ახალი ამბები
რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება
 
სტოლტენბერგი: უკრაინაში ომმა შეიძლება თვეები, წლები გასტანოს

სტოლტენბერგი: უკრაინაში ომმა შეიძლება თვეები, წლები გასტანოს


ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა განაცხადა, რომ უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომი შეიძლება დიდხანს გაგრძელდეს, ვინაიდან არ ჩანს იმის არავითარი ნიშანი, რომ რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი აპირებს შეცვალოს თავისი ამბიცია, „გააკონტროლოს მთელი ქვეყანა".

„რეალისტები უნდა ვიყოთ და გავაცნობიეროთ, რომ ეს შეიძლება დიდხანს გაგრძელდეს, მრავალ თვეს, წელსაც კი“, - თქვა მან 6 აპრილს ბრიუსელში, ნატოს საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის წინ.

„და ამიტომაც მზად უნდა ვიყოთ გრძელვადიანი პერსპექტივისთვის, როცა ლაპარაკია უკრაინის მხარდაჭერაზე, სანქციების შენარჩუნებასა და ჩვენი თავდაცვის გაძლიერებაზე“, - დასძინა მან.

სტოლტენბერგის თქმით, დაზვერვის ანგარიშები აჩვენებს, რომ რუსეთს საკუთარი ჯარები გადაჰყავს უკრაინის აღმოსავლეთში დიდი იერიშისთვის, რათა დაიკავოს საკმარისი ტერიტორია, რომ შექმნას სახმელეთო ხიდი რუსეთსა და ყირიმის ნახევარკუნძულს შორის, რომლის ანექსიაც მოახდინა 2014 წელს.

„უნდა დავეხმაროთ უკრაინას, შევინარჩუნოთ სანქციები და გავაძლიეროთ ჩვენი თავდაცვა და შეკავების უნარი“, - თქვა მან.

XS
SM
MD
LG