უკრაინელი სამხედროების ინფორმაციით, საომარი მოქმედებების დროს დაიღუპა ოკუპირებულ აფხაზეთში დისლოცირებული მე-7 სამხედრო ბაზის სამხედრო მოსამსახურე.
ინფორმაციას ოპერატიულ-ტაქტიკური დაჯგუფება "Схід" (აღმოსავლეთი) ავრცელებს ფეისბუკის გვერდზე.
უფრო ადრე უკრაინულმა მხარემ განაცხადა, რომ ოკუპირებული ცხინვალის რეგიონში დისლოცირებული მე-4 რუსული ბაზიდან უკრაინაში სამი ბატალიონისგან შემდგარი ტაქტიკური ჯგუფი გაიგზავნა, სულ 1200 რუსი და ოსი სამხედროს შემადგენლობით. ოკუპირებულ აფხაზეთში დისლოცირებული მე-7 სამხედრო ბაზიდან კი ორი ბატალიონი - დაახლოებით 800 სამხედროს შემადგენლობით.
კრემლის მიერ კონტროლირებადი რუსული მედია ოჩამჩირის დე ფაქტო ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენელზე დაყრდნობით იუწყება, რომ ოჩამჩირიდან წასული სამხედრო დონბასში ერთ-ერთი აფეთქების დროს, 31 მარტს დაიღუპა.
ასევე ნახეთ „ეს არის 2000 პოტენციური გვამი“, - როგორ ეხმაურებიან უკრაინაში სოხუმიდან და ცხინვალიდან დამატებითი ძალის გადასროლას ასევე ნახეთ უკრაინიდან დაბრუნებულ ცხინვალელ ჯარისკაცებს ნათესავები როკის გვირაბთან ხვდებიანრუსეთი უკრაინაში 24 თებერვალს შეიჭრა და რამდენიმე დღეში დამოუკიდებელი სამხედრო ექსპერტები უკვე ლაპარაკობდნენ იმის შესახებ, რომ რუსეთის ჩანაფიქრმა და საომარმა სტრატეგიამ მარცხი განიცადა. ომმა, ორივე მხარეს, უკვე შეიწირა ათასობით ადამიანის სიცოცხლე.