რუსულმა გამოცემამ, „კომსომოლსკაია პრავდა", ერთი დღე-ღამის შემდეგ წაშალა მონაცემები უკრაინაში შეჭრის შემდეგ დაღუპული რუსეთის სამხედროთა რაოდენობის შესახებ. მასალა, რომელიც გამოცემამ 20 მარტს გამოაქვეყნა, ასახავდა ფრაგმენტს რუსეთის თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლის, იგორ კონაშენკოვის ბრიფინგიდან, რომლის თანახმად, უკრაინაში რუსეთმა დაკარგა 9 861 ადამიანი, ხოლო დაიჭრა - 16 153.
აღსანიშნავია, რომ ბრიფინგის ოფიციალურ ვიდეოჩანაწერში, ეს მონაკვეთი არ გვხვდება.
„კომსომოლსკაია პრავდას" მასალაში ამჟამად წაშლილია დანაკარგის შესახებ მონაცემები. თუმცა სტატიის პირველი ვერსია შემოინახა გამოცემის ვებსაიტის არქივმა.
2 მარტს რუსეთის თავდაცვის სამინისტრო 498 სამხედროს დაღუპვის შესახებ იუწყებოდა.
უკრაინის თავდაცვის სამინისტრო 19 მარტის მონაცემებით აცხადებდა, რომ ომის დაწყებიდან, უკრაინაში დაახლოებით 14 400 რუსეთის სამხედრო პერსონალი დაიღუპა.
ასევე ნახეთ რუსეთი და უკრაინა ერთმანეთის დანაკარგების შესახებ იტყობინებიანუკვე 27-ე დღეა რუსეთი უკრაინის ტერიტორიაზე სრულმასშტაბიან საომარ მოქმედებებს ატარებს - იბომბება არა მხოლოდ სამხედრო ობიექტები, არამედ საცხოვრებელი სახლები, საავადმყოფოები. დაიბომბა სამშობიარო სახლიც. მსოფლიო რუსეთის აგრესიის შესაჩერებლად აწესებს სანქციებს, საქართველო კი "ეროვნული ინტერესების" მოტივით არ უერთდება მათ.