საქართველოს პარლამენტი პრეზიდენტის ყოველწლიურ მოხსენებას 14 მარტს, 12 საათზე მოისმენს - გადაწყვეტილება ამის შესახებ 9 მარტს ბიუროს სხდომაზე მიიღეს დეპუტატებმა.
სალომე ზურაბიშვილის მოხსენების მოსმენის გარდა, ამ დღეს დეპუტატებს საშუალება ექნებათ პრეზიდენტს დაუსვან კითხვები და დააფიქსირონ თავიანთი მოსაზრებები.
პარლამენტმა პრეზიდენტს წლიური ანგარიშის 5 მარტს წარდგენაზე, როგორც ამას სალომე ზურაბიშვილი ითხოვდა, უარი უთხრა და მოსმენის სხვა დროს გამართვა შესთავაზა. პრეზიდენტის პარლამენტში წარდგომის ალტერნატიული თარიღი მაშინ არ დასახელებულა. პარლამენტის მხრიდან ამგვარი ქცევა უარყოფითად შეაფასა პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა და დეპუტატებს უმრავლესობიდან ინსტიტუციებისადმი პატივისცემისკენ მოუწოდა.
ასევე ნახეთ "ქართული ოცნების" გადაწყვეტილებით, პარლამენტი პრეზიდენტს 5 მარტს არ მოუსმენსუკრაინაში დაწყებული საომარი მოქმედებების შემდეგ საქართველოს პრეზიდენტმა მსოფლიოს წამყვანი ქვეყნების ლიდერებთან პირისპირ შეხვედრები და სატელეფონო საუბრები გამართა. მან ასევე მიმართა პარლამენტის წინ უკრაინის სოლიდარობის ნიშნად შეკრებილ მოსახლეობას 4 მარტს და თქვა, რომ დგას უკრაინისა და პრეზიდენტ ზელენსკის გვერდით.
ასევე ნახეთ ზურაბიშვილი აქციის მონაწილეებს: თქვენ წარმოადგენთ საქართველოს ღირსებას