რუსეთის სამხედრო ძალების მიერ ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურისთვის შექმნილი საფრთხის გამო, უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ევროპას მოუწოდა, გაიღვიძოს.
დღეს, 4 მარტს გამოქვეყნებულ ვიდეომიმართვაში ზელენსკი ამბობს, რომ იწვის ევროპის უდიდესი ატომური ელექტროსადგური და რუსული ტანკები სადგურის ბლოკებს ესვრიან. უკრაინის პრეზიდენტის განცხადებით, არასდროს არცერთ ქვეყანას არ უსვრია ატომური ენერგობლოკებისთვის და ეს კაცობრიობის ისტორიაში პირველად გააკეთა ტერორისტმა სახელმწიფომ. ზელენსკიმ რუსეთი ბირთვულ ტერორში დაადანაშაულა.
უკრაინის პრეზიდენტი აცხადებს, რომ რუსი სამხედროების შეჩერება შესაძლებელია მხოლოდ ევროპის დაუყოვნებლივი მოქმედებით. ზელენსკის თქმით, უკრაინა ეს არის 15 ბირთვული ბლოკი და თუ აფეთქება მოხდება, ეს არის ყველას დასასრული, ევროპის დასასრული და ევროპის ევაკუაცია.
ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურისთვის შექმნილი საფრთხის გამო უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ესაუბრა ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელს, გერმანიის კანცლერ ოლაფ შოლცს, დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრ ბორის ჯონსონს, პოლონეთის პრეზიდენტ ანდჟეი დუდას და აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენს.
ასევე ნახეთ ზელენსკიმ და ბაიდენმა ილაპარაკეს ხანძარზე ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის ტერიტორიაზექალაქ ენერგოდარის მერმა, დმიტრი ორლოვმა წუხელ განაცხადა, რომ რუსმა სამხედროებმა ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურს ცეცხლი გაუხსნეს, რის შედეგადაც ხანძარი გაჩნდა. ქალაქ ენერგოდარში მდებარე სადგური ევროპაში ყველაზე დიდი ატომური ელექტროსადგურია და 6 ენერგობლოკს მოიცავს.
უკრაინის საგანგებო სიტუაციების სამსახურის ინფორმაციით, 4 მარტს, კიევის დროით 04:00 საათის მდგომარეობით(თბილისის დროით 06:00 საათი), ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის ხანძარსაწინააღმდეგო მდგომარეობა ნორმაშია. სამსახურის თანახმად, იწვის სასწავლო-საწვრთნელი კომპლექსის ერთ-ერთი შენობის მესამე, მეოთხე და მეხუთე სართულები. უკრაინის საგანგებო სიტუაციების სამსახურის განცხადებით, მის დანაყოფებს ოკუპანტები არ აძლევენ ხანძრის შედეგების ლიკვიდაციის შესაძლებლობას.
რუსეთი უკრაინის ტერიტორიაზე საომარ მოქმედებებს 24 თებერვლიდან აწარმოებს.
ასევე ნახეთ რუსეთის თავდაცვის სამინისტრო: ჩერნობილს საჰაერო-სადესანტო ძალები აკონტროლებენ1986 წლის აპრილში, უკრაინაში ავარია მოხდა ჩერნობილის ატომური ელექტროსადგურის მე-4 ენერგობლოკზე. აფეთქებით გამოწვეული რადიაციული ფონის ზრდა 30-40-ჯერ აღემატებოდა 1945 წელს, იაპონიის ქალაქ ჰიროსიმაში ატომური ბომბის აფეთქებით წარმოქმნილ რადიაციულ ფონს. ჩერნობილის ავარიის შედეგად, რადიოაქტიური ღრუბელი უკრაინის გარდა გავრცელდა ბელარუსის და რუსეთის ტერიტორიების დიდ ნაწილზე.
ასევე ნახეთ კულებას თქმით, თუ ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგური აფეთქდება, ის ჩერნობილზე 10-ჯერ მასშტაბური იქნება