თბილისში, პარლამენტის წინ აქცია იმართება. აქციაზე შეკრებილები, ერთი მხრივ, მხარდაჭერას უცხადებენ უკრაინას, მეორე მხრივ, აპროტესტებენ საქართველოს მთავრობის პოზიციას უკრაინაში მიმდინარე ომთან დაკავშირებით.
აქციაზე პოლიტიკური პარტია "დროას" ლიდერმა ელენე ხოშტარიამ სამი მთავარი მოთხოვნა გააჟღერა:
- წავიდეს და თან წაიყოლოს მთავრობა ირაკლი ღარიბაშვილმა;
- გადავიდეთ ქმედით ნაბიჯებზე უკრაინის დასახმარებლად: დავუხუროთ ცა რუსეთს და გავუსხნათ უკრაინას;
- მთავრობის გადადგომის შემდეგ, საქართველომ შეიტანოს განაცხადი ევროკავშირის წევრობაზე.
უკრაინაში 24 თებერვალს რუსეთმა სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. ევროკავშირმა, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა, დიდმა ბრიტანეთმა და სხვა ქვეყნებმა რუსეთს ომის დაწყებისთვის მკაცრი სანქციები დააკირეს. საქართველო სანქციებს არ უერთდება. პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი მიიჩნევს, რომ "სანქციები არ მუშაობს" და "რუსეთს ვერაფერი შეაჩერებს."
ასევე ნახეთ ღარიბაშვილი ოპოზიციაზე: გვიკიჟინებს ჩავერთოთ ომში, სანქციები დავუწესოთ რუსეთსდღეს, 1 მარტს, უკრაინაში ომის დაწყების მეექვსე დღეს უკრაინის პრეზიდენტმა საქართველოდან ელჩი გაიწვია, მათთვის დახმარების მსურველი მოხალისეებისთვის ხელის შეშლისა და სანქციებისადმი გამოხატული პოზიციების გამო.
ასევე ნახეთ მთავრობის ადმინისტრაცია: გაუგებარია უკრაინის ელჩის გაწვევის გადაწყვეტილება