საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომში მაშინდელი ხელისუფლების პასუხისმგებლობაზე საუბრობს - "სააკაშვილმა საკუთარი ხელით ჩააბარა კოდორი და ახალგორი". მისი თქმით, ის რომ ხელისუფლებაში იყოს, საქართველოში ომი უკრაინაზე ადრე დაიწყებოდა.
"მე დარწმუნებული ვარ, ძალიან განიცდიან, რომ დღეს აქ ომი არ არის. ვინმეს თუ უფიქრია, დღეს სააკაშვილი რომ იყოს ხელისუფლებაში, დღეს სად ვიქნებოდით? ომი დაიწყებოდა თბილისში ჯერ და შემდეგ კიევში. ეს უნდა ითქვას პირდაპირ, მეგობრებო, არ უნდა მოვერიდოთ ამას", - თქვა პრემიერმა მთავრობის სხდომაზე.
მანვე ამავე მთავრობის სხდომაზე უკრაინაში ომის დაწყების გამო რუსეთისთვის სანქციების დაწესება ომში ჩართვად შეაფასა და კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ არ აპირებს, ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე, ამ ნაბიჯის გადადგმას.
ასევე ნახეთ ღარიბაშვილი ოპოზიციაზე: გვიკიჟინებს ჩავერთოთ ომში, სანქციები დავუწესოთ რუსეთსგარდა ამისა, ირაკლი ღარიბაშვილმა დღევანდელ მთავრობის სხდომაზე სანქციების დაწესების კონტექსტში ყურადღება გაამახვილა რუსეთთან წარმატებულ ეკონომიკურ თანამშრომლობაზე.
ასევე ნახეთ ღარიბაშვილი რუსეთთან წარმატებულ ეკონომიკურ თანამშრომლობაზე საუბრობსმეხუთე დღეა, რაც რუსეთი უკრაინის ტერიტორიაზე სამხედრო ძალებით შევიდა და სრულმასშტაბიან საომარ მოქმედებებს ატარებს. რუსეთს შესაჩერებლად აშშ-მ, ევროკავშირმა, კანადამ, დიდმა ბრიტანეთმა და ა.შ. სანქციები დაუწესეს. ირაკლი ღარიბაშვილი ამბობს, რომ "ეროვნული ინტერესებიდან" გამომდინარე, არ აპირებს შეუერთდეს ამ სანქციებს.