ევროკომისიის პრეზიდენტმა ურზულა ფონ დერ ლაიენმა „ევრონიუსთან“ ინტერვიუში განაცხადა, რომ სურთ უკრაინა ევროკავშირის ბლოკში იხილონ, ვინაიდან ის „ერთ-ერთი“ მათგანია.
ურზულა ფონ დერ ლაინმა ეს განცხადება მას შემდეგ გააკეთა, რაც 27 ქვეყნის ერთობისგან შემდგარმა ევროკავშირმა საომარ მდგომარეობაში მყოფი უკრაინისთვის იარაღის მიწოდების გადაწყვეტილება მიიღო, ისტორიაში პირველად.
როგორც სააგენტო "როიტერსს" წყარო ეუბნება, უკრაინას გადაეცემა 450 მილიონი ევროს ღირებულების შეიარაღება.
„ნამდვილად, უკრაინა ერთ-ერთი ჩვენგანია და გვინდა, რომ [ევროკავშირში] იყოს“, - განაცხადა ურზულა ფონ დერ ლაიენმა.
მას მინიშნება არ ჰქონია, უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის შაბათის განცხადებაზე, ევროკავშირში მისი ქვეყნის დაჩქარებული გაწევრიანების მოთხოვნასთან დაკავშირებით.
ასევე ნახეთ ამოქმედდა ევროკავშირის სანქციები რუსული ავიაკომპანიებისა და ცენტრალური ბანკის წინააღმდეგუკრაინაზე თავდასხმის გამო, რუსეთის ეკონომიკის, საფინანსო სისტემის და ხელისუფლებისა და მასთან დაახლოებული პირების წინააღმდეგ ახალი, უფრო მკაცრი სანქციები აამოქმედეს ევროკავშირმა, აშშ-მა, დიდმა ბრიტანეთმა და სხვა სახელმწიფოებმა. რუსეთისთვის სანქციებით გამოცხადებული ბრძოლის გარდა, დასავლეთი უკრაინას უწევს ფინანსურ და სამხედრო დახმარებას. ამ ფონზე, 27 თებერვალს, პრეზიდენტმა პუტინმა განსაკუთრებულ რეჟიმში გადაიყვანა რუსეთის არმიის შეკავების ძალები, რომელთა არსენალში ბირთვული იარაღიცაა.
აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი დღეს, 28 თებერვალს, მოკავშირეებთან გამართავს ონლაინკონფერენციას უკრაინასა და მის გარშემო შექმნილი სიტუაციის გამო. მედიასაშუალებების მიერ თეთრ სახლზე დაყრდნობით გავრცელებული ეს ინფორმაცია დასტურდება კანადის მთავრობის ოფიციალურ ვებსაიტზე გამოქვეყნებული შეტყობინებით, რომ დღეს ქვეყნის პრემიერ-მინისტრი მონაწილეობას მიიღებს აშშ-ის პრეზიდენტის მიერ ორგანიზებულ შეხვედრაში.
პრეზიდენტ ჯო ბაიდენის მიერ მოწვეულ ონლაინკონფერენციაში მონაწილეობას მიიღებენ კანადის, დიდი ბრიტანეთის, საფრანგეთის, გერმანიის, იტალიის, იაპონიის, პოლონეთის და რუმინეთის ლიდერები და ევროკავშირის და ნატოს ხელმძღვანელები.