რუსეთი მზადაა მინსკში დელეგაცია გაგზავნოს უკრაინასთან მოლაპარაკების საწარმოებლად, - ამის შესახებ პრეზიდენტ პუტინის პრესმდივანმა დმიტრი პესკოვმა განაცხადა.
მანამდე ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა რუსეთის პრეზიდენტ პუტინსა და ჩინეთის რესპუბლიკის ლიდერს, ძი პინ პინს შორის შემდგარი სატელეფონო საუბრის შესახებ ინფორმაცია, რომელშიც ნათქვამი იყო, რომ რუსეთი მზადაა აწარმოოს მოლაპარაკება უკრაინასთან მაღალ დონეზე.
დღეს, 25 თებერვალს, უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ მიმართა პუტინს მოლაპარაკების მაგიდასთან დაჯდომისკენ მოწოდებით.
ასევე ნახეთ ზელენსკი პუტინს: მოდით, დავსხდეთ მოლაპარაკების მაგიდასთანუკრაინა მეორე დღეა ცდილობს მოიგერიოს რუსეთის თავდასხმები. კიევის ოფიციალური ინფორმაციით, ომის პირველ დღეს, 137 ადამიანი დაიღუპა. უკრაინამ საომარი მდგომარეობა და საყოველთაო მობილიზაცია გამოაცხადა და რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობები გაწყვიტა. კიევში კომენდანტის საათია გამოცხადებული.