საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი საერთაშორისო პარტნიორებს მოუწოდებს, მკაცრად უპასუხონ რუსეთის მიერ უკრაინის ტერიტორიაზე დაწყებულ სამხედრო მოქმედებებს. ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრი ტვიტერზე წერს.
"რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ განხორციელებული სამხედრო აგრესია სრულიად მიუღებელია. ჩვენ ვდგავართ უკრაინის გვერდით და მოვუწოდებთ ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებს, მკაცრი პასუხი გასცენ რუსეთის მიერ საერთაშორისო სამართლის დარღვევას და უზრუნველყონ სიტუაციის დეესკალაცია", - წერს დავით ზალკალიანი ტვიტერზე.
უკრაინის ტერიტორიაზე რუსეთის მიერ საომარი მოქმედებების დაწყებას გამოეხმაურნენ საქართველოს პრეზიდენტი, პრემიერ-მინისტრი და პარლამენტის თავმჯდომარეც.
პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი რუსეთის მიერ უკრაინაში განხორციელებულ სამხედრო თავდასხმას შოკისმომგვრელს უწოდებს.
ასევე ნახეთ სალომე ზურაბიშვილი: უკრაინაში რუსული აგრესიით შოკირებულია ქართველი ერიპრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი აცხადებს, რომ სუვერენულ სახელმწიფოზე სამხედრო შეტევა მიუღებელია.
ასევე ნახეთ ირაკლი ღარიბაშვილი: ჩვენ ვდგავართ უკრაინის გვერდითპარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი კი ამბობს, რომ უკრაინაში ომის თავიდან აცილება ვერ მოხერხდა.
ასევე ნახეთ შალვა პაპუაშვილი: სამწუხაროდ, უკრაინაში ომის თავიდან აცილება ვერ მოხერხდა24 თებერვალს, გამთენიისას, რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა გამოაცხადა, რომ მიიღო გადაწყვეტილება დონბასში "სპეციალური სამხედრო ოპერაციის" ჩატარების შესახებ. პუტინის თქმით, ამ ოპერაციის მიზანია "დაიცვას ადამიანები", რომლებიც რვა წლის განმავლობაში განიცდიან "გენოციდს კიევის რეჟიმის მხრიდან". უკრაინის ტერიტორიაზე სამხედრო ოპერაციის დაწყებამდე, 21 თებერვალს, რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა აღიარა ლუგანსკის და დონეცკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკების "დამოუკიდებლობა".
ასევე ნახეთ პუტინი აცხადებს დონბასში სამხედრო ოპერაციის შესახებრუსეთის თავდასხმის გამო, უკრაინაში საომარი მდგომარეობა გამოცხადდა. ქვეყნის სასაზღვრო სამსახურის ინფორმაციით, ადგილობრივი დროით 05:00 საათიდან, რუსეთის სამხედრო ძალებმა უკრაინის სახელმწიფო საზღვარს არტილერიის და მძიმე ტექნიკის გამოყენებით შეუტიეს როგორც რუსეთის, ისე ბელარუსის ტერიტორიიდან.