საქართველოს პრემიერ-მინისტრი პრეზიდენტისა და პარლამენტის თავმჯდომარის შემდეგ ეხმიანება უკრაინაში დაწყებულ საომარ მოქმედებებს და მას მიუღებელს უწოდებს. მის კომენტარს მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.
„ჩვენ ვდგავართ უკრაინის გვერდით. სუვერენულ სახელმწიფოზე სამხედრო შეტევა მიუღებელია. ჩვენ მოვუწოდებთ საერთაშორისო საზოგადოებას, მიმართოს ყველა შესაძლებელ ზომას იმისთვის, რომ შეაჩეროს რუსეთის მიერ საერთაშორისო წესრიგის აშკარა დარღვევა და თავიდან აიცილოს შემდგომი სამხედრო ესკალაცია“, - აცხადებს ირაკლი ღარიბაშვილი.
უკრაინის ტერიტორიაზე რუსეთის მიერ საომარი მოქმედებების დაწყებას გამოეხმაურნენ საქართველოს პრეზიდენტი და პარლამენტის თავმჯდომარეც.
პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი რუსეთის მიერ უკრაინაში განხორციელებულ სამხედრო თავდასხმას შოკისმომგვრელს უწოდებს.
ასევე ნახეთ სალომე ზურაბიშვილი: უკრაინაში რუსული აგრესიით შოკირებულია ქართველი ერიპარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი კი ამბობს, რომ უკრაინაში ომის თავიდან აცილება ვერ მოხერხდა.
ასევე ნახეთ შალვა პაპუაშვილი: სამწუხაროდ, უკრაინაში ომის თავიდან აცილება ვერ მოხერხდა24 თებერვალს, გამთენიისას, რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა გამოაცხადა, რომ მიიღო გადაწყვეტილება დონბასში "სპეციალური სამხედრო ოპერაციის" ჩატარების შესახებ. პუტინის თქმით, ამ ოპერაციის მიზანია "დაიცვას ადამიანები", რომლებიც რვა წლის განმავლობაში განიცდიან "გენოციდს კიევის რეჟიმის მხრიდან". უკრაინის ტერიტორიაზე სამხედრო ოპერაციის დაწყებამდე, 21 თებერვალს, რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა აღიარა ლუგანსკის და დონეცკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკების "დამოუკიდებლობა".
ასევე ნახეთ პუტინი აცხადებს დონბასში სამხედრო ოპერაციის შესახებრუსეთის თავდასხმის გამო, უკრაინაში საომარი მდგომარეობა გამოცხადდა. ქვეყნის სასაზღვრო სამსახურის ინფორმაციით, ადგილობრივი დროით 05:00 საათიდან, რუსეთის სამხედრო ძალებმა უკრაინის სახელმწიფო საზღვარს არტილერიის და მძიმე ტექნიკის გამოყენებით შეუტიეს როგორც რუსეთის, ისე ბელარუსის ტერიტორიიდან.