საქართველოს პარლამენტმა სამ ოპოზიციონერ დეპუტატს - შალვა ნათელაშვილს, ელენე ხოშტარიას და ბადრი ჯაფარიძეს უფლებამოსილება შუუწყვიტა. კენჭისყრა პარლამენტში დღეს, 15 თებერვალს, გაიმართა.
- ჯაფარიძის შემთხვევაში მომხრე 77 დეპუტატი იყო, 38 - წინააღმდეგი;
- ნათელაშვილის შემთხვევაში მომხრე 79 დეპუტატი იყო, 28 - წინააღმდეგი;
- ხოშტარიას შემთხვევაში მომხრე 77 დეპუტატი იყო, 9 - წინააღმდეგი.
წინსწრებით იყო ცნობილი, რომ პარლამენტში უმრავლესობაში მყოფი პარტია "ქართული ოცნება" ამ სამი დეპუტატისთვის უფლებამოსილების შეწყვეტას მხარს დაუჭერდა.
ასევე ნახეთ „ოცნება“ მხარს დაუჭერს ნათელაშვილის, ჯაფარიძის და ხოშტარიასთვის დეპუტატის მანდატის შეწყვეტასამ მოცემულობით პარლამენტს 5 ოპოზიციონერი დეპუტატი აღარ ეყოლება. მათგან ნიკა მელიას და მამუკა ხაზარაძეს დეპუტატის მანდატი საკუთარი სურვილით შეუწყდათ. ზურა ჯაფარიძის ადგილმონაცვლედ ჰერმან საბო მუშაობს.
"ლელოს" ლიდერის, ბადრი ჯაფარიძის საკითხის განხილვა პარლამენტში მას შემდეგ დაიწყო, რაც მის წინააღმდეგ თბილისის საქალაქო სასამართლოში გამამტყუნებელი განაჩენი დადგა. თბილისის საქალაქო სასამართლომ "თიბისი ბანკის" დამფუძნებლები მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე დამნაშავედ ცნო ჯგუფურ თაღლითობაში, თუმცა სასჯელის მოხდისგან გაათავისუფლა.
ასევე ნახეთ ხაზარაძე და ჯაფარიძე დამნაშავედ ცნეს ჯგუფურ თაღლითობაში, თუმცა სასჯელისგან გაათავისუფლეს"ნორმალურ ვითარებაში რომ ავიღოთ და ნორმალურად დაწყებულიყო საქმე, ბადრი ჯაფარიძე არ არის დამნაშავე. სისხლის სამართლის საქმე დაიწყო სწორედ იმიტომ, რომ "თაღლითობით" ვერ დაიწყებოდა. შესაბამისად, გასული იყო ხანდაზმულობის ვადა და არ იყო დამნაშავე... ეს სხვა შემთხვევაა, აქ არ არსებობს საფუძველი, რომ პარლამენტმა მას შეუწყვიტოს უფლებამოსილება, რადგან ბადრი ჯაფარიძე არ არის დამნაშავე", - თქვა კომიტეტის სხდომაზე პარლამენტის დამოუკიდებელმა წევრმა, თამარ კორძაიამ.
ოპოზიციონერ დეპუტატებს შორის "დროას" თავმჯდომარე ელენე ხოშტარია და "ლეიბორისტული პარტიის" თავმჯდომარე შალვა ნათელაშვილი არცერთ სხდომას არ დასწრებიან - პარლამენტის რეგლამენტის მიხედვით, ასეთ შემთხვევაში დეპუტატს უფლებამოსილება შეიძლება შეუწყდეს. მათგან ნათელაშვილი მზად იყო დაეწყო საპარლამენტო საქმიანობა, ხოშტარიას კი აზრი არ შეუცვლია.
ასევე ნახეთ შალვა ნათელაშვილი გამოკითხვას ატარებს: "შევიდე თუ არა პარლამენტში?"ოპოზიციონერი დეპუტატები ამბობდნენ, რომ ნათელაშვილი ბოიკოტის რეჟიმში იყო და მისი და ხოშტარიას შემთხვევა ერთმანეთისგან განსხვავებულია.
დეპუტატებისთვის უფლებამოსილების შეწყვეტამდე რამდენიმე საათით ადრე პარლამენტში ბრიფინგი გამართა ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობა - ძალა ერთობაშია"-ს თავმჯდომარემ ხატია დეკანოიძემ. ის ითხოვდა, ცესკოში აღდგეს პარტიების ე.წ. სათადარიგო სიები, რომლითაც პარლამენტში ამ სამი ოპოზიციონერი დეპუტატის ადგილმონაცვლე დაინიშნება.
ასევე ნახეთ "ნაციონალური მოძრაობა" ოპოზიციის გაუქმებული "სათადარიგო სიების" აღდგენას ითხოვსარასამთავრობო ორგანიზაციები "საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო" და "სამართლიანი არჩევნების და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება" მიიჩნევენ, რომ „ქართული ოცნება“ პარლამენტის დასუსტებისკენ კიდევ ერთ ნაბიჯს დგამს. ამ ორგანიზაციების მიერ 10 თებერვალს გამოქვეყნებული ერთობლივი განცხადება ეხებოდა სამი ოპოზიციონერი დეპუტატისთვის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საკითხს.
ასევე ნახეთ პარლამენტს მოუწოდებენ უფლებამოსილება არ შეუწყვიტოს ოპოზიციონერ დეპუტატებს