"მთავარი არხის" ჟურნალისტი დეა მამისეიშვილი ამბობს, რომ 5 ივლისის საქმეზე დაკითხვის დროს ბრალდებულმა შეურაცხყოფა მიაყენა და "დებილი" უწოდა. მამისეიშვილი ჟურნალისტებზე ძალადობის საქმეზე მოწმის სახით იკითხება.
"დებილი არავინ არ არის. გადავახვიოთ, რა მითხარით. ახლავე გადავახვიოთ, მიწოდა თუ არა დებილი", - მიმართა მამისეიშვილმა ბრალდებულებს და მოითხოვა, რომ შეწყვეტილიყო მის მიმართ შეურაცხყოფა.
"გაჩერდი, გაჩერდი, არაფერზე არ უპასუხო", "მე მეშლება ხელი, სანამ ვკითხავ, არავინ ხმა არ ამოიღოს", - მიმართეს ადვოკატებმა ბრალდებულებს.
ასევე ნახეთ კიდევ ვინმეს გაუშვებენ გირაოთი? – 5 ივლისის ძალადობრივ საქმეებზე დაკავებულთა განაჩენის გამოტანის ვადა იწურება2021 წლის 5 ივლისს, როცა თბილისში ლგბტ "ღირსების მარში" უნდა ჩატარებულიყო, ქუჩაში მართლმადიდებელი ეკლესიის სამღვდელოებისა და "ალტ-ინფოს" მოწოდებით რამდენიმე ათასი ადამიანი გამოვიდა, მათ შორის, სიძულვილის ჯგუფები. ამ დღეს "მარში" არ შედგა, თუმცა მიმდინარე პროცესების გასაშუქებლად მყოფ 50-ზე მეტ ჟურნალისტზე იძალადეს. სისხლის სამართლის საქმე რამდენიმე ნაწილად არის გაყოფილი, სასამართლო სხდომა ერთ ნაწილზე დღეს, 11 თებერვალს იმართება.